2017 წლის ყველაზე პოპულარული თმის ვარცხნილობები | Allnews.Ge

2017 წლის ყველაზე პოპულარული თმის ვარცხნილობები

2016-17 მოკლე თმის წლად გამოცხადდა და მართლაც, როგორც ცნობილ მსახიობებს, მოდელებსა თუ სატელევიზიო სახეებს, ისე ბევრ ჩვენგანს ვარცხნილობის შეცვლა მოუნდა.

მოკლე თმა ენერგიულობის, ამბიციურობისა და ახალგაზრდულობის სიმბოლოა.

ქალებში, მოკლე თმა მოდური კოკო შანელმა, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გახადა და მას შემდეგ, მისი პოპულარობა მხოლოდ მატულობს.

Allnews.ge ქალისა და მამაკაცის საუკეთესო ვარცხნილობებს გთავაზობთ, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი ინსპირაციის წყაროც გახდეს.

ქალების ყველაზე პოპულარული ვარცხნილობები:

1. ტალღოვანი მოკლე თმა

ასეთ ვარხნილობას ჯენიფერ ლოურენსი და ჰილარი დაფი და უკვე დიდი ხანია ატარებენ და კრიტიკოსების მოწონებასაც იმსახურებენ. აღნიშნული სტილი  ყველაზე პოპულარულია.

2. მსხვილი კულულები

მნიშვნელობა არ აქვს, მსხვილი კულულები, ბუნებრივად გრძელ თმაზე გექნებათ თუ მოკლეზე, ამ სეზონზე ის ძალიან ტრენდულია.

3. შუბლზე გადმოწეული თმა ("ჩოლკა")

სტილისტ ალი რაიანის თქმით, (Dry House-ს მფლობელი), ყველა ტიპის შუბლზე გადმოწეული თმა, შუაზე გაყოფილი, მთლიანი, რომელიმე მხარეს გადაწეული, მოკლე თუ გრძელი, ამ სეზონზე ძალიან პოპულარულია.

გარდა ამისა, მოდურად შუბლზე გადმოწეული სწორი თმა მიიჩნევა.

4. "მოკლე თმის ილუზია"

მოკლე თმის ეფექტით მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა მოდის სამყარო აალაპარაკა, როდესაც ყველას შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ მან თმა შეიჭრა.

თუ ჯიჯი ჰადიდს მივბაძავთ, შეგვიძლია, მოკლე ვარხნილობის ილუზია ჩვენც შევქმნათ.

გაანაწილეთ თმა რამდენიმე ფენად და დაიწყეთ მათი კისერთან შეკეცვა და პატარა ჩხირებით დამაგრება.

ასე განაგრძეთ იქამდე, სანამ ყველა ფენას არ შეკეცავთ, შემდეგ კი თმის ლაქით დააფიქსირეთ.

5. შუაზე გაყოფილი თმა

ასეთი ვარცხნილობა ბუნებრივად გამოიყურება. განსაკუთრებით ტრენდული უსწორმასწოროდ გაყოფილი თმაა.

მამაკაცების ყველაზე პოპულარული და ტრენდული ვარცხნილობები:

1. შუაში დატოვებული და ზემოთ აწეული თმა

ქუჩაში ალბათ ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი შეგხვედრიათ ასეთი ვარცნილობით.

2. მოგრძო თმის სტილი

ეს ვარცხნილობა თხელი თმის მქონე მამაკაცებისთვის იდეალურია. თმის სტილისტების თქმით, ასეთი ვარცნილობა 2017 წელსაც პოპულარული იქნება.

3. მკვეთრად აწეული მოგრძო თმა

ამ ვარცხნილობას ძირითადად ტალღოვანი ან ხვეული თმის მქონე მამაკაცები ატარებენ.

4. საშუალო სიგრძის თმა წვერთან ერთად

კარგი კანის მქონე მამაკაცებს ასეთი ვარცხნილობა ძალიან უხდებათ და ამ ეტაპზე ძალიან პოპულარულია.

5. გვერდებში მოპარსული და შუაში საშუალო სიგრძის თმა

ასეთი ვარცხნილობა თხელი ნაკვთების მქონე მამაკაცებს უხდება.

myquiz