როდის დაფიქსირდა ყველაზე ცივი ზამთარი საქართველოში | Allnews.Ge

როდის დაფიქსირდა ყველაზე ცივი ზამთარი საქართველოში

მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსის, ლია მეგრელიძის თქმით, ქვეყანაში ანომალიური ტემპერატურა არაერთხელ დაფიქსირებულა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარი 2012 წლის თებერვალ-მარტში და 2014 წელს იყო, - "ამ პერიოდში თბილისში ტემპერატურა -15-მდე დაეცა. მკაცრი ზამთარი იყო 2008 წელსაც," - განმარტავს მეტეოროლოგი.

რაც შეეხება ანომალიური ხასიათი ნალექს, ლია მეგრელიძე აღნიშნავს, რომ ყველაზე უხვი ნალექი 2015 წელს აჭარის რეგიონში, ქობლეთში, აგვისტოსა და ოქტომბრის თვეებში დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის, ექსტრემალური ნალექი 2008 წელს, თბილისში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვიდა.

ძლიერი თოვლი გასულ წელს და 2013 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, "შარშანაც, იყო ძლიერი თოვლი, რომელმაც, დაახლოებით, ხუთი რეგიონი, აჭარა, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მოიცვა და ჩაკეტა გზები, მოხდა ელექტროენერგიის გათიშვა," - აღნიშნა ლია მეგრელიძემ.

ანომალიურად მიიჩნევა 2013 წელს აჭარის რეგიონში, სექტემბერში მოსული დიდი რაოდენობით თოვლი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნოშნული წლის თებერვალი და იანვარი საკმაოდ თბილი იყო, - "ძლიერ სეტყვასა და ქარიშხალს თუ გავიხსენებთ, 2015 წლის 13 ივნისი უნდა ვახსენოთ, რადგან ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელსაც როგორც მეტეოროლოგიური, ისე გეოლოგიური ფაქტორებიც ახლდა," - განაცხადა ლია მეგრელიძემ ALLNEWS.GE -სთან საუბარში.

რაც შეეხება ანომალიურ სიცხეს, მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსის თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე გამანადგურებელი გვალვა 2000 წელს, მთელ საქართველოში იყო, - "განსაკუთრებით მძიმე ვითარება სამეგრელოში და კოლხეთის დაბლობზე იყო," - აღნიშნა მან.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა 45,5 გრადუსი მარტვილში დაფიქსირდა და ეს ბოლო 60 წლის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია, - "2010 წელსაც ძალიან ცხელი ზაფხული დადგა, ამ პერიოდს რუსეთის მასშტაბური ხანძარი დაემთხვა, რამაც სითბური მასების გავრცელება მთელს ევრაზიის კონტინენტზე გამოიწვია," - აცხადებს მეტეოროლოგი.

ბოლო წლებში, ანომალიური სიცხე კახეთში, აგვისტოს თვეში იყო, როდესაც 18 რიცხვში ატმოსფერულმა სითბომ 43-44 გრადუსს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მსოფლიოში ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა, ხოლო ეს წელი ყველაზე თბილ პერიოდად გამოცხადდა, რადგან იანვარში მთელ მსოფლიოში მიწისა და ოკეანის საშუალო ტემპერატურა 1,05 გრადუსი იყო, როდესაც 2015 წელს 0,20 გრადუსი დაფიქსირდა.

ტემპერატურის ზრდას მეცნიერები გლობალური დათბობის პრობლემას უკავშირებენ.

მარიამ მენაბდიშვილი

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Temperature anomalies detected in Georgia at different times

myquiz