დღეს უკანასკნელი 68 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მთვარის დანახვას შევძლებთ | Allnews.Ge

დღეს უკანასკნელი 68 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მთვარის დანახვას შევძლებთ

14 ნოემბერს, მთვარე დედამიწასთან ბოლო 68 წლის განმავლობაში ყველაზე ახლოს იქნება. ამასთან, იგი 30%-ით უფრო ნათელი და 14%-ით უფრო დიდი გამოჩნდება. მთვარე ჩვენი პლანეტიდან 221 525 მილით იქნება დაშორებული. თბილისის დროით, ყველაზე დიდი მთვარე, იგივე "სუპერ მთვარე" 17:52 საათზე გამოჩნდება.

"სუპერ მთვარე"

ამ მოვლენას ასტრონომები "სუპერ მთვარეს" ეძახიან. კიდევ ერთი "სუპერ მთვარე" ზუსტად ერთ თვეში - 14 დეკემბერსაცაა მოსალოდნელი.

შემდეგ კი მსგავსი მოვლენის ხილვა 2034 წლის 25 ნოემბრამდე აღარ იქნება შესაძლებელი.

"მთვარესა და დედამიწას შორის დისტანცია დროთა განმავლობაში იცვლება, ვინაიდან ეს ციური სხეული ელიფსურ ორბიტაზე ბრუნავს და არა წრიულზე. ამასთან, ამ სამყაროში დედამიწისა და მთვარის გარდა კიდევ სხვა ობიექტებიც არის, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე", - აღნიშნა ასტრონომიის საზოგადოების ვიცეპრეზიდენტმა, რობინ სკაგელმა.

"სუპერ მთვარე" საუკეთესო შესაძლებლობაა ფოტოგრაფებისთვის გადაიღონ დედამიწის თანამგზავრის საოცარი ფოტოები.

ფაქტები მთვარის შესახებ

მთვარე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრია. იგი 4,6 მილიარდი წლისაა და 30-50 მილიონი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა მას შემდეგ, რაც მზის სისტემა შეიქმნა.

მთვარე პლუტონის ზომისაა. მისი ფართობი აზიის ფართობზე ნაკლებია.

ახალი მთვარე ყოველ 29,5 დღეში ჩნდება. იგი ციდან მაშინ "უჩინარდება", როდესაც დედამიწასა და მზეს შორის არის მოქცეული.

როდესაც მთვარე მზის საპირისპირო მხარესაა, მაშინ ვხედავთ სავსე მთვარეს. იგი სწორედ მზის სინათლეს ირეკლავს. შუა პერიოდში კი არის ნამგალი მთვარე, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს.

მიწისძვრები მთვარეზეც ხდება, რასაც დედამიწის გრავიტაციული ძალები იწვევს.

ადამიანი მთვარეზე

მთვარეზე მხოლოდ 12 ადამიანია ნამყოფი. ყველა მათგანი ამერიკელი იყო, პირველად მთვარეზე ფეხი ნილ არმსტრონგმა დადგა 1969 წელს.

ბოლოს კი მთვარეზე 1972 წელს, იუჯინ სერნანი იმყოფებოდა.

myquiz