მარიხუანა მხედველობას აუმჯობესებს - მეცნიერების დასკვნა | Allnews.Ge

მარიხუანა მხედველობას აუმჯობესებს - მეცნიერების დასკვნა

მარიხუანას მოხმარებამ შესაძლოა, ცუდი განათებისა და სიბნელის პირობებში ადამიანის მხედველობა გააუმჯობესოს. აღნიშნულ ინფორმაციას მეცნიერთა კვლევა ამყარებს, რომელიც სამეცნიერო პორტალ Elife-ზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაცია, რომ მარიხუანა, ზოგიერთი დასახლებული პუნქტების მცხოვრებლებს ღამის სიბნელეში უკეთ დანახვის საშუალებას აძლევს, აქამდეც გავრცელდა.

კანადაში მდებარე მონრეალის ნევროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, მხედველობაზე მარიხუანას გავლენის შესწავლა ექსპერიმენტის საშუალებით დაეწყოთ.

ექსპერიმენტის პირველ ნაწილში მკვლევარებმა თავკომბალებს სინთეთიკური კანაბინოიდი გაუკეთეს და მიკროელექტროდების დახმარებით დააფიქსირეს თვალის ბადურის უჯრედები როგორ რეაგირებდნენ სინათლეზე.

აღმჩნდა, რომ კანაბინოიდმა უჯრედები სინათლის მიმართ მგრძნობიარე გახადა. ისინი სწრაფად რეაგირებდნენ, როგორც კაშკაშა ისე მკრთალ სინათლეზე.

იმის გასაგებად, იმოქმედა თუ არა მარიხუანამ მხედველობაზე, მეცნიერებმა თავკომბალები გამჭირვალე ლაბორატორიულ ჭიქაში მოათავსეს და დააკვირდნენ, როგორ რეაგირებდნენ ისინი შავ წერტილებზე, თანაც სხვადასხვა განათებაში.

თავკომბალები, ჩვეულებრივ, შავ წერტილებს გაურბიან, რადგან მტაცებლები ჰგონიათ.

მეცნიერებმა აღმნოაჩინეს, რომ ნორმალური განათების პირობებში თავკომბალების მხედველობას, რომლებსაც კანაბინოიდი შეუყვანეს დანარჩენებისგან  არაფერი გამოარჩევდა.

ცუდი განათების პირობებში კი, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი თავკომბალები შავ წერტილებს უფრო აქტიურად ერიდებოდნენ- მათ სიბნელეში მართლაც გაუუმჯობესდათ მხედველობა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კვლევების გაგრძელების შემთხვევაში, ისინი ბადურის დისტროფიისა და გლაუკომას მკურნალობის უფრო ეფექტურ მეთოდებს მიაგნებენ.

myquiz