National Geographic-ის "ავღანელი გოგონა" დააკავეს | Allnews.Ge

National Geographic-ის "ავღანელი გოგონა" დააკავეს

მწვანეთვალება ავღანელი გოგონა, რომელიც მსოფლიომ National Geographic-ის ყდიდან გაიცნო, პაკისტანში არალეგალურად ცხოვრების გამო დააკავეს.

შარბათ გულა, რომელიც ამჟამად დაქორწინებულია, პაკისტანის პოლიციამ პეშავორში, საკუთარ სახლში აიყვანა.

Telegraph-ის ცნობით, შარბათ გულა ბევრი ავღანელი ქალის მსგავსად, გაყალბებული პირადობის მოწმობით ცხოვრობდა და თავს ორი შვილის დედად აცხადებდა.

გოგონა ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე 1984 წელს გამოჩნდა და მსოფლიოს ცნობადობა მოიპოვა.

 

myquiz