"ამ მომენტად ღირს ყველაფერი, რაც აქამდე გადამიტანია" - აუტისტი ბიჭუნას პირველი შეხვედრა ძაღლთან | Allnews.Ge

"ამ მომენტად ღირს ყველაფერი, რაც აქამდე გადამიტანია" - აუტისტი ბიჭუნას პირველი შეხვედრა ძაღლთან

"ხედავთ ამ გულისამაჩუყებელ მომენტს? გუშინ ჩემი 5 წლის აუტისტი შვილი პირველად შეხვდა მის დამხმარე ძაღლს, სახელად ტორნადო. ჩვენ ამერიკელები ვართ და იაპონიაში ვცხოვრობთ. ტორნადოსთან შესახვედრად ორი წელი ვემზადებოდით" - ყვება ბიჭუნას დედა.

"ამ მომენტად ღირს ყველაფერი, რაც აქამდე გადამიტანია, ყველა ბრძოლა ჩემი შვილის გამოჯანმრთელებისთვის, ყველა ახალი დიაგნოზი, ყველა სასკოლო შეხვედრა, ყველა დახარჯული დოლარი, ყველა შევსებული დოკუმენტაცია, ყველა ცრემლი, ყველა ნაბიჯი წინ, ყველა ნაბიჯი უკან და ყველა კითხვა უცნობ მომავალზე.

იმიტომ რომ ახლა, ტორნადოს გამო ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება.

მე, როგორც დედას უამრავი წინააღმდეგობა და მტკივნეული მომენტი მინახავს ჩემი შვილის ცხოვრებაში და მასთან ერთად მიტირია ამ ტკივილის გამო. გუშინ სხვა მიზეზის გამო ვტიროდი და ეს არის გრძნობა, რომლის აღწერაც შეუძლებელია..." - ნათქვამია პოსტში.

აუტისტი ბავშვების უმრავლესობა ძნელად აკონტროლებს ემოციებს, ისინი ძნელად ამყარებენ ურთიერთობებს, შეიძლება შეშინდნენ უბრალო რამით და ვერ დაინახონ რეალური საფრთხე. ქუჩაში ყოფნის დროს, ბავშვი შეიძლება გაიქცეს გაურკვეველი მიმართულებით, გადავიდეს გზის მოძრავ ნაწილზე და არ მიაქციოს მშობლების შეძახილს ყურადღება.

ძაღლის ყოლა ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრასა და სტრესის დაძლევაში ეხმარება

ცნობილია შემთხვევები, როდესაც მსგავს სიტუაციებში ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა დამხმარე ძაღლმა. კანისთერაპია არის სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება ადამიანების სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და დასახმარებლად. მისი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიმართულება სწორედ ბავშვთა აუტიზმის მკურნალობაში ცხოველების ჩართულობაა.

ძაღლებს საკუთარი პატრონები ხუთჯერ უფრო მეტად უყვართ, ვიდრე კატებს

გთავაზობთ გამოხმაურებებს, რომელიც, ზემოთ აღნიშნულ, წერილს მოჰყვა.

myquiz