ხუთი პრობლემა, რომელთა მოგვარებაც მილიარდერად გაქცევთ | Allnews.Ge

ხუთი პრობლემა, რომელთა მოგვარებაც მილიარდერად გაქცევთ

ხუთი პრობლემა, რომელთაგან ერთ-ერთის მოგვარების შემთხვევაშიც კი მილიარდერი გახდებით.

ელექტროენერგიის უსადენო გადაცემა

2018 წლისთვის უსადენო ელექტროენრგიის გადაცემის ბაზარი 8,5 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის სტანდარტიზაციასა და შემუშავებაში ჩართულები არიან: Toyota, Samsung Electronics, Nokia, Research In Motion (RIM), Energizer და სხვა კომპანიები, რომლებიც ელექტრო და კვების წყაროების მოწყობილობების მწარმოებლები და შემქმნელები არიან.

საყოველთაო ინტერნეტიზაცია

ხელმისაწვდომი ინტერნეტი მსოფლიოს ყველა წერტილში.

იაფფასიანი მზის ენერგია

გლობალური დათბობისა და დაბინძურებული ეკოლოგიის ფონზე კი სულ უფრო აქტუალური ხდება მზის ენერგიის გამოყენება. ენერგეტიკოსების ნაწილი 21-ე საუკუნეში ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ სწორედ მზის ენერგიას ასახელებენ.

მტკნარი წყალი

გაეროს მონაცემებით, დღეს დაახლოებით 2.8 მილიარდი ადამიანი მოკლებულია კარგი ხარისხის სასმელ წყალს. ევროპაც ასევე წააწყდა ამ ურთულეს პრობლემას, რომელიც გაპირობებულია სასმელი წყლის მარაგების თანმიმდევრული გამოფიტვით. 2025 წლისთვის სასმელი წყლის დეფიციტი მოიცავს მთელ ევროპას, მაგრამ განსაკუთრებით მწვავე იქნება სამხრეთ ევროპასა და საერთოდ ხმელთაშუა ზღვის აუზში. ეს შეუქცევადი ცვლილებები რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული:

  1. ევროპული მტკნარი წყლის წყალსატევების გამოფიტვით;
  2. მოსახლეობისა და, შესაბამისად, წყალზე მოთხოვნილების ზრდით და
  3. კლიმატის ცვლილებებით, რომლებმაც განაპირობა ატმოსფერული ნალექების კატასტროფული შემცირება და, თავის მხრივ, სასმელი წყლის დეფიციტი 5 (ცენტრალური ევროპა) - 25 (სამხრეთი ევროპა და ხმელთაშუა ზღვის სარტყელი) პროცენტის ოდენობით.

ევროპის მოსახლეობის 80% მარაგდება ზედაპირული წარმოშობის სასმელი წყლით, რომლის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური თვისებები და სისუფთავე არ აკმაყოფილებს სასმელ წყალზე მოთხოვნილებას. ეს გარემოება კიდევ უფრო რთულდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, სამრეწველო და ფეკალური წყლითა და სასოფლო-სამეურნეო ნიტრატებით სასმელი წყლის დაბინძურების შედეგად5.

ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირება

ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ტემპის მიუხედავად, ადამიანი ბუნებრივი კატაკლიზმების შეჩერებას ვერ ახერხებს. რის გამოც, სტიქიური მოვლენების შედეგად კაცობრიობის ყოველწლიური მატერიალური ზარალი ასეულობით მილიარდ დოლარს აღწევს.

myquiz