უფასო კვება, მოგზაურობის სტიპენდია და სხვა - რას სთავაზობენ ცნობილი კომპანიები თანამშრომლებს? | Allnews.Ge

უფასო კვება, მოგზაურობის სტიპენდია და სხვა - რას სთავაზობენ ცნობილი კომპანიები თანამშრომლებს?

უმეტესობა ჩვენგანი დღის მეტ დროს სამსახურში ვატარებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ოფისში გატარებული თითოეული წუთი სასიამოვნო იყოს.

Glassdoor-ის მიხედვით, 57%-ზე მეტი დასაქმებული ამბობს, რომ ხელფასის მომატებაზე მეტად მათთვის სხვა სახის კომფორტია მნიშვნელოვანი.

გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომელთა თანამშრომლებიც სხვადასხვა უპირატესობებით სარგებლობენ.

Accenture: სქესის შეცვლა

კომპანია სქესის შეცვლის ხარჯებს ფარავს თავისი თანამშრომლებისთვის, რითიც ხაზს უსვამს, რომ იცავს LGBთQ თემის უფლებებს და პატივს სცემს თანამშრომლების არჩევანს.

Adobe: ერთკვირიანი დასვენება ზამთარ-ზაფხულ

კომპანია დეკემბერში ერთ კვირით აჩერებს მუშაობას და ასვენებს თანამშრომლებს. იგივეს აკეთებს ზაფხულშიც.

Airbnb: მოგზაურობის სტიპენდია

კომპანია თანამშრომლებს 2 000 დოლარიან სტიპენდიას აძლევს სამოგზაუროდ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

Asana: ცხოვრებისა და კარიერის გასაუმჯობესებელი გაკვეთილები

კომპანიის თანამშრომლები უფასოდ იღებენ ქოუჩინგის სერვისებს.

Epic Systems Corp.: 4-კვირიანი შვებულება

კომპანია თანამშრომლებს დამატებით, ანაზღაურებად 4-კვირიან შვებულებას სთავაზობს მათი კრეატიული უნარების განსავითარებლად.

Twitter: უფასო კვება

"ტვიტერის" თანამშრომლებს კომპანია სამჯერად უფასო კვებას სთავაზობს დღის განმავლობაში. გარდა ამისა, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო კურსებით.

Facebook: "ბავშვის ფული"

"ფეისბუქი" თანამშრომლებს, რომელთაც შვილი შეეძინებათ, 4 000 დოლარს ურიცხავს.

Google: გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახის წევრთა დახმარება

"გუგლი" გარდაცვლილი თანამშრომლის მეუღლეს ან პარტნიორს ათი წლის განმავლობაში ხელფასის 50 პროცენტს ურიცხავს. იხილეთ გაგრძელება

myquiz