სამი კერძი, რომელსაც საქართველოში ოჯახში ყველაზე ხშირად ამზადებენ | Allnews.Ge

სამი კერძი, რომელსაც საქართველოში ოჯახში ყველაზე ხშირად ამზადებენ

საქართველოში ყველაზე ხშირად სამ კერძს მიირთმევენ. ესენია შემწვარი კარტოფილი, ლობიო და აჯაფსანდალი, - ამის შესახებ ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამის" კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 2016 წლის ივნისში გამოქვეყნდა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შემწვარი კარტოფილი პოპულარულია საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა, სადაც ყველაზე გავრცელებულ კერძად დასახელებულია საცივი (ნიგვზიანი კერძი).

"კვების მრავალფეროვნების დაბალი და საშუალო დონის მქონე რესპონდენტები ძირითადად ზეთით და ბოსტნეულით იკვებებიან. ხილი და ხორცი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვის", - აღნიშნულია კვლევაში.

ჭარბწონიანობის პრობლემა საქართველოში - როგორია სტატისტიკა და რა დაავადებებს იწვევს წონის მატება

კვლევის მიხედვით, საკმაოდ ხშირია ხორცის დეფიციტი. საკვები პროდუქტების დეფიციტის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე პერიოდია ზამთრის მეორე ნახევარი და გაზაფხულის პირველი ორი თვე. სურსათის ნაკლებობის მთავარი მიზეზი ეკონომიკურია.

myquiz