5 პროდუქტი, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ | Allnews.Ge

5 პროდუქტი, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

მედიკოსების განცხადებით, კვების სწორ რაციონს სიმსივნისა და დიაბეტის რისკების შემცირება შეუძლია.

არსებობს 5 პროდუქტი, რომელთა დილით მიღებაც თავიდან უნდა ავიცილოთ:

1. ტკბილი მარცვლეული და გამომცხვარი საკვები

ზოგიერთი მარცვლეული დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. დილით მისი მიღების შემთხვევაში, სისხლში შაქრის დონე მატულობს, შემდეგ კი ეცემა. დღის დასაწყისში ეს ორგანიზმს ენერგიას აცლის, ამიტომ მისი მირთმევა დილით სასურველი არ არის. იგივე შეიძლება ითქვას ცომეულზეც, რომელშიც დიდი რაოდენობით გლუკოზაა. უკეთესი იქნება, თუ შევარჩევთ პროტეინებით მდიდარ მარცვლეულს.

2. დონატები, ნამცხვრები, პეროგი

შესაძლოა, მსგავსი პროდუქტების მიღებამ შიმშილი დაგიკმაყოფილოთ, თუმცა, ისინი წონაში მატების წყაროა, რაც ადამიანის ჯანმთელობისთვის, განსაკუთრებით კი გულსისხლძარღვთა სისტემისთვის, არასასურველია.

3. შვრიის, შაქრის, ქოქოსის, ქიშმიშის შემცველი პროდუქტები ან მათი ნარევი

როდესაც მაღაზიაში ასეთ პროდუქტებს ვიძენთ, მათში შაქრისა და, ზოგადად, ნახშირწყლების შემცველობას არ ვაკვირდებით, ხშირად მივირთმევთ, გვგონია, რომ ენერგიის წყაროა, თუმცა სინამდვილეში წონაში მატების მთავარ ფაქტორად იქცევა ხოლმე. განსაკუთრებით დილით მიღების შემთხვევაში.

4. სენდვიჩი

შესაძლოა, ის კვერცხს, ხორცსა და ყველს შეიცავდეს, თუმცა ეს არ არის ჯანსაღი პროდუქტი, რადგან სწრაფი კვების ობიექტებში შეძენილი სენდვიჩი ზედმეტად კალორიულია და ძირითადად შემწვარი მასისგან შედგება, რომელიც ცხიმის წყაროა. ყველაზე კარგი არჩევანი სენდვიჩის სახლის პირობებში მომზადებაა.

5. კოქტეილები

ისინი დიდი რაოდენობით გაფილტრულ შაქარს, ცხიმიან რძეს ან, უარეს შემთხვევაში, კრემს შეიცავენ, რაც დილით ნამცხვრის ჭამას უდრის. ამის ნაცვლად, სახლის პირობებში მომზადებული იოგურტის, დაბალპროცენტიანი რძის ან ახალი ხილის მირთმევა უკეთესი არჩევანი იქნება.

რაც უფრო ჯანსაღად მივირთმევთ საუზმეზე, უფრო ენერგიულები და ჯანმრთელები ვიქნებით.

 

მომზადებულია Times Of India-ს მიხედვით.

myquiz