10 ყველაზე სარისკო სამედიცინო პროცედურა | Allnews.Ge

10 ყველაზე სარისკო სამედიცინო პროცედურა

10. ბარიატრიული ქირურგია

სხვა ქირურგიული ჩარევების მსგავსად, პაციენტებს ამ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტირება შესაძლოა გაუჭირდეთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჭარბი წონის პრობლემები აქვთ. ასეთი პაციენტებისთვის ოპერაციის ჩატარებისას ქირურგები სპეციალურ ინსტრუმენტებს იყენებენ, რადგან ცხიმის ფენების გამო ორგანოების ერთმანეთისგან განცალკევება რთულია. გარდა ამისა, ჭარბწონიან პაციენტებს სასუნთქ გზებში მილის ჩადგმის პრობლემაც აქვთ, ამიტომ ექიმები ანესთეზიას ფრთხილად აკეთებენ. ოპერაციისა და ოპერაციის შემდეგ მათი სასუნთქი გზები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა, რათა პნეუმონიის განვითარების საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.

9. კუნთის გაკვეთის ქირურგიული ოპერაცია

ამ ქირურგიული პროცედურის მიზანი გულის კუნთების გასქელების შემცირებაა. ასეთი პაციენტები კომპლექსური ტიპის გულის დაავადებებით გამოირჩევიან, რომელსაც ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ეწოდება. ეს ოპერაცია 3-დან 6 საათამდე გრძელდება და რეაბილიტირების პროცესი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიმდინარეობს.

8. პანკრეატექტომია - პანკრეასის ქირუქგიული მოცილება

პროცედურა ყოველთვის მაღალი რისკის ქვეშ მიმდინარეობს. ჯონ ჰოპკინსის კვლევის მიხედვით პანკრეატექტომიის პროცედურის დროს გართულებათა რაოდენობა 41%-ია, თუმცა ბოლო მონაცემების მიხედვით, უკანასკნელ წლებში აღნიშნული პრობლემით გარდაცვალება 5-10%-მდე შემცირდა.

7. აორტის ოპერაცია

აორტის დისექციამ შესაძლოა, მთელი რიგი მაღალი რისკის გართულებები გამოიწვიოს, როგორიცაა გულის უკმარისობა ან ინსულტი, ამიტომ მისი ოპერაცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. გადაუდებელი მკურნალობა ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

6. საყლაპავი მილის ამოკვეთა

ეს ის ძირითადი ოპერაციაა, რომელიც მაღალ რისკებს მოიცავს, რადგანაც კუჭსა და საყლაპავ მილს შორის მიმდინარეობს. აღნიშნული პროცედურის სამი მეთოდი არსებობს, რომლების გამოყენებაც პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გართულების სახით შესაძლოა კუჭიდან სითხის გაჟონვა დაიწყოს. მიუხედავად ამისა, ასეთი ტიპის ოპერაციათა უმეტესობა წარმატებით ხორციელდება.

5. შარდის ბუშტის ცისტექტომია

ეს ოპერაცია ძირითადად შარდის ბუშტის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს უტარდებათ. მისი ძირითადი რისკი ნაწლავის ინფექციაა, რომელსაც მუცლის ღრუში პერიტონიტის გავრცელება შეუძლია. რადგან მხოლოდ შარდის ბუშტის ნაწილის ამოკვეთა ხდება, შესაძლოა, შარდის გაჟონვის საფრთხეც გაჩნდეს.

4. კორონარული რევასკულარიზაცია

პროცედურა კორონარული არტერიის გადანერგვის სახელითაა ცნობილი, რომლის მიზანი გულში სისხლის ნაკადის მიმოქცევის გაუმჯობესებაა.

3. ძვლის ტვინისა და მომიჯნავე ძვლოვანი ქსოვილის ქირურგია

პაციენტს ამ პრობლემის მოგვარებისათვის მთელი რიგი სამედიცინო პროცედურის გავლა უწევს, რათა ოპერაციის შემდეგ სებსისი ან მსგავსი ინფექცია არ განვითარდეს. აღნიშნულ ინფექციებს ბევრი რისკი აქვთ, მაგალითად, სრული ან ნაწილობრივი დამბლა ან ხერხემლის უკიდურესი დესტრუქცია.

2. პარკუჭოვანი აღდგენა

ეს პროცედურა გულის უკმარისობის ან გულის შეტევის შემთხვევაში ტარდება, რათა მისი ფუნქციონირება გაუმჯობესდეს. აღნიშნული ოპერაციის ტექნიკა ნელ-ნელა უმჯობესდება და მედიკოსებიც შესაბამის შედეგს აღწევენ.

1. თავის ქალის ძვლების ფრაგმენტების მოკვეთა

ეს პროცედურა ყველაზე სარისკო ქირურგიულ ჩარევადაა მიჩნეული, რადგან ტვინთან ახლოს ოპერაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რომ მისი არცერთი უბანი არ დაზინდეს. აღნიშნულმა დაზიანებებმა შეიძლება, კონცენტრაციის, მეტყველების, მეხსიერების, კოორდინაციისა და სხვა უნარები დააქვეითოს. ასევე ტვინში სითხის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება, ინსულტი, კრუნჩხვები, ზურგის ტვინის სითხის გაჟონვა, ტვინის შეშუპება და სხვა გართულებები გამოიწვიოს.

მომზადებულია Healthcare Business&Technology-ს მიხედვით.

myquiz