მეცნიერებმა ძველი აღთქმის უძველესი ფრაგმენტი გაშიფრეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა ძველი აღთქმის უძველესი ფრაგმენტი გაშიფრეს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სპეციალისტებმა, 3D-მოდელირებისა და რენდგენის სხივების გამოყენებით, ძველი აღთქმის უძველესი ფრაგმენტი გაშიფრეს, რომელშიც ლევიტელთა წიგნის რამდენიმე თავია ჩაწერილი. ძველებრაული მანუსკრიფტი 1970 წელს არის აღმოჩენილი და III-IV საუკუნეებით თარიღდება.

ამ დროისთვის მანუსკრიფტის უკანასკნელი ნაწილიც გაშიფრულია, მასში წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლიშეწირვის რიტუალის სწორი თანმიმდევრობაა აღწერილი.

დოკუმენტის ძირითადი ნაწილი 2015 წლის ივლისში გაშიფრეს. ის ძველი აღთქმის ერთ-ერთ უძველეს ხელნაწერ დოკუმენტს მიეკუთვნება.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ 3D-მოდელირების დახმარებით, სხვა უძველესი ხელნაწერების გაშიფვრაც მოხდება.

კვლევა ჟურნალ Science Advances-შია გამოქვეყნებული.

myquiz