სამსახურში ველოსიპედით სიარულის 11 მიზეზი | Allnews.Ge

სამსახურში ველოსიპედით სიარულის 11 მიზეზი

14 სექტემბერს სამსახურში ველოსიპედით მისვლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს ავტომანქანების მფლობელები, ჩვეული გადაადგილების ჩვეული საშუალების ნაცვლად, სამსახურში ველოსიპედებით მიდიან.

ამ დღის მიზანი ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა. რაც შეეხება ბრიტანეთის, სტატისტიკის მიხედვით, აქ ველოსიპედით ყოველდღიურად 741 000 ადამიანი გადაადგილდება.

Business Insider-ი 11 მთავარ მიზეზს გვთავაზობს, თუ რატომ უნდა ვიაროთ ველოსიპედით:

1. მისი საშუალებით, ფულს დაზოგავთ

ცხადია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან საკუთარი ავტომობილით გადაადგილება ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი თავიდან აცილებაც ველოსიპედით სიარულის შემთხვევაშია შესაძლებელი.

2. გაგიხანგრძლივდებათ სიცოცხლე

ლონდონის კინგსის კოლეჯის კვლევის თანახმად, ისინი, ვინც ველოსიპედით გადაადგილდებიან, უფრო ჯანმრთელები და ძლიერი იმუნიტეტის მქონეები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ავტომობილს არჩევენ.

3. არ მოხვდებით საცობში

ველოსიპედის საშუალებით დაზოგავთ დროს და საცობის გამო დილიდანვე გაღიზიანებული არ მიხვალთ სამსახურში.

4. უფრო უსაფრთხოდ იმგზავრებთ

იმ შემთხვევაში, თუ გზაზე ნაკლები მანქანა და მეტი ველოსიპედი იმოძრავებს, გადაადგილება უფრო უსაფრთხო გახდება.

5. მსოფლიოს ბევრ ქალაქში ველოსიპედის გაქირავების ხელმისაწვდომი პროგრამა არსებობს.

ეს თანხების დაზოგვისა და მეტი არჩევანის საშუალებას მოგცემთ, რათა ხშირად შეცვალოთ და გააუმჯობესოთ სატრანსპორტო საშუალება.

6. ორგანიზაციები ადამიანურ რესურსს უკეთ გამოიყენებენ

კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ველოსიპედით გადაადგილდებიან, უფრო პროდუქტიულები არიან და თავს შეუძლოდ იშვიათად გრძნობენ, რის გამოც საქმეში აქტიურად ერთვებიან.

7. ავტომობილისგან განსხვავებით, ველოსიპედი მომწამვლელ ნივთიერებებს არ გამოყოფს

ეს გარემოს დაცვის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან დაბინძურებული ქალაქები ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება.

8. ავტობუსით მგზავრობამ შეიძლება შეუძლოდ გაგხადოთ

ორგანიზმს ესაჭიროება სუფთა ჰაერი, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში იშვიათია. მეტიც, მოუვლელი სატრანსპორტო საშუალება შეიძლება, ბაქტერიებისა და სხვასხვა ვირუსების წყაროც გახდეს.

9. ველოსიპედი ოსტეოპოროზის მკურნალობის არაჩვეულებრივი საშუალებაა

ოსტეოპოროზი (ძვლის დაშლა) საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, თუმცა ცნობილია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მის პროგრესს აფერხებს.

10. ველოსიპედის პრიორიტეტულ სატრანსპორტო საშუალებად შემოტანა ქვეყნის ეკონომიკას ეხმარება.

ვითარდება ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, იზრდება ჯანმრთელი მომავალი თაობა.

11. უკეთ შეძლებთ დაძინებას!

სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, დღის განმავლობაში 20-30 წუთით ველოსიპედით გადაადგილების შემთხვევაში ღამით უკეთ შეძლებთ ძილს და თუ ინსომნია გაწუხებთ, შეიძლება განიკურნოთ კიდეც.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

myquiz