რა მოხდება თუ დედამიწაზე ხორცს აღარავინ შეჭამს? | Allnews.Ge

რა მოხდება თუ დედამიწაზე ხორცს აღარავინ შეჭამს?

რა მოხდება დედამიწაზე თუ ადამიანები ნაკლებ ხორცს შეჭამენ?

Oxford Martin Programme-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა ანგარიში საკვები პროდუქტების მომავლის შესახებ. კვლევის მიხედვით, თუ ადამიანები კვების რაციონს შეიცვლიან, ისინი წლის განმავლობაში სამედიცინო მიზნით დასახარჯ 1 000 მილიარდ დოლარს დაზოგავენ.

ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ თუ მსოფლიო მოსახლეობა ვეგეტერიანელი გახდება, 2050 წლამდე 8 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება და ტრილიონობით დოლარი დაიზოგება.

რას ნიშნავს იყო ვეგეტარიანელი და საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისთვის კვების ამგვარი რეჟიმი

ანგარიშის მიხედვით, ადამიანებმა ხორცის მოხმარება ნაწილობრივ რომ შეწყვიტონ, 2050 წლისათვის გარემოს დაბინძურების დონე მესამედით შემცირდება, მსოფლიო თუ მასშტაბურად შეწყვეტს ხორცის მიღებას, მაშინ 63 პროცენტით შემცირდება დაბინძურების დონე, ხოლო თუ ყველა გახდება ვეგეტარიანელი, მაშინ გარემოს დაბინძურების დონე 70 პროცენტით შემცირდება.

მკვლევარები აქ გულისხმობენ წარმოების შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.

საკვების უსაფრთხოებასა და მომავლის შესწავლას მეცნიერები აგრძელებენ. ისინი სწავლობენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ "რასაც ვჭამთ ის ვართ" და "რაც ჩვენთვის ჯანსაღია, გარემოსთვისაც ჯანსაღია".

რამდენად დაბინძურებულია ჰაერი საქართველოში

მომზადებულია "ალჯაზირას" მიხედვით

myquiz