ბოლო 20 წლის მანძილზე ხელუხლებელი ბუნების მეხუთედი განადგურდა | Allnews.Ge

ბოლო 20 წლის მანძილზე ხელუხლებელი ბუნების მეხუთედი განადგურდა

ბუნების დაცვის საერთაშორისო საზოგადოების სპეციალისტების ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელუხლებელი ბუნების ტერიტორია ერთი მეათედით შემცირდა. კვლევა გამოცემა Current Biology-შია გამოქვეყნებული.

სპეციალისტებმა გლობუსზე მონიშნეს ტერიტორიები, რომლებიც ველური ბუნებით არის დაფარული და ადამიანის მნიშვნელოვანი გავლენისგანაა თავისუფალი. შემდეგ ეს რუკები 1990-იანი წლების დასაწყისის რუკებს შეადარეს. ხელუხლებელი ეკოსისტემების ჯამური ფართობი ახლა 30,1 მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, რაც ხმელეთის ერთ მეხუთედს უდრის. 20 წლის განმავლობაში ეს ფართობი 3,3 მილიონი კვადრატული კილომეტრით შემცირდა.

ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება ამაზონიასა და ცენტრალურ აფრიკაში შეიქმნა, სადაც ხელუხლებელი ბუნებით დაფარული ფართობი 30% და 14%-ით შემცირდა.

მეცნიერების თქმით, გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში ძირითად ყურადღებას გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენას უთმობენ, ხოლო ეკოსისტემების დეგრადაციას ნაკლები ყურადღება ეთმობა.

სიტუაციის შესაცვლელად და ბუნებრივი ლანდშაფტების გადასარჩენად უფრო აქტიური მოქმედებაა საჭიროა. მეცნიერები ამბობენ, რომ ამისათვის ბუნებისდაცვითი კანონმდებლობის დახვეწა და მის შესრულებაზე უფრო მკაცრი კონტროლია საჭირო.

myquiz