სწრაფი მომზადების ატრია აშშ-ს ციხეების ძირითად "ვალუტად" იქცა | Allnews.Ge

სწრაფი მომზადების ატრია აშშ-ს ციხეების ძირითად "ვალუტად" იქცა

სწრაფი მომზადების ატრიამ სიგარეტი ჩაანაცვლა და აშშ-ს ციხეების ძირითად "ვალუტად" იქცა. ამის შესახებ არიზონას უნივერსიტეტის სოციოლოგის მაიკლ გიბსონ-ლაიტის საკანდიდატო კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის ფარგლებში გიბსონ-ლაიტმა 60 მსჯავრდებული გამოკითხა. ატრიის როგორც ციხის მთავარი ვალუტის გამოყენების ტენდენცია სხვა მსგავს კვლევებშიც ფიგურირებს.

"მისი შოვნა ძალიან ადვილია, ის საკმაოდ კალორიულია. მსჯავრდებულები კი მთელ დღეებს ფიზიკურ შრომასა და სატრენაჟორო დარბაზში ატარებენ", - აცხადებს გიბსონ-ლაიტი Guardian-თან საუბარში.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ციხეში ატრია ძალიან ადვილად იცვლება სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. შენახვის გრძელვადიანობის გამო ატრია იდეალური ვალუტა გახდა.

"ასე თუ ისე ციხეში ყველაფერი ფულის გამო კეთდება. ახლა ფული წვნიანმა ჩაანაცვლა. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია", - ამბობს ერთ-ერთი მსჯავრდებული.

გიბსონ-ლაიტის აზრით, ატრიის პოპულარობის ასეთი ზრდა კერძო ციხეების ადმინისტრაციების ეკონომიურმა პოლიტიკამ განაპირობა. მსჯავრდებულების თქმით, უკანასკნელი წლების მანძილზე საკვების ხარისხი და რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ უკვე განაცხადა ყველა კერძო ციხის დახურვის გეგმებზე.

ბოლოდროინდელმა შემოწმებამ დაადგინა, რომ სახელმწიფო ციხეებთან შედარებით კერძო ციხეებში უსაფრთხოების დაბალი და ძალადობის მაღალი დონე აღინიშნება.

myquiz