"ფორბსმა" ყველაზე სახიფათო პროფესიების ათეული შეადგინა | Allnews.Ge

"ფორბსმა" ყველაზე სახიფათო პროფესიების ათეული შეადგინა

ჟურნალმა "ფორბსმა" 2016 წელს მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე დაყრდნობით, ყველაზე საფრთხის შემცველი პროფესიების სია გამოაქვეყნა:

1. ტაქსის მძღოლი

ტაქსის მძღოლების ძარცვა-დაყაჩაღება დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, ამიტომ ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სამსახურია.

2. ექთნის დამხმარე

უვლის გადამდები დაავადებების მქონე პაციენტებს, რაც მისი დაინფიცირების ალბათობას ზრდის.

3. მშენებელი

ეს ადამიანები ყოველდღიურად მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რადგან მშენებარე კონსტრუქციებზე უწევთ მუშაობა.

4. სასწრაფო დახმარების სამედიცინო ტექნიკოსი

მას მძიმედ დაშავებული პაციენტების გზებზე უსაფრთხოდ გადაყვანა უწევს.

5. სატვირთო ავტომობილის მძღოლი

გზებზე სატვირთო მანქანების ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა ძალიან მაღალია.

6. გამოსასწორებელი კოლონიის ოფიცერი

ისინი გამოსასწორებელი კოლონიის თანამშრომლები არიან, რაც მათ უკვე საფრთხეს უქმნით.

7. მეხანძრე

კვამლი, მომწამვლელი ნივთიერებები და ორგანული ნარჩენები ის საფრთხეებია, რომლებსაც მეხანძრეები ყოველდღიურად აწყდებიან.

8. პოლიციის ოფიცერი

პოლიციელებმა რთული და საშიში სიტუაციის განმუხტვა უნდა მოახერხონ.

9. ფერმერი

ფერმერობა მძიმე ტექნიკის გამოყენებასა და შინაური მსხვილფეხა პირუტყვის მოვლას გულისხმობს, რაც საფრთხის შემცველია.

10. ვეტერინარი

ამ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მსხვილფეხა პირუტყვთან ან დიდი ზომის ცხოველებთან მუშაობენ, სერიოზული რისკის ქვეშ იმყოფებიან.

მომზადებულია "ფორბსის" მიხედვით

myquiz