პლანეტა ვენერა, შესაძლოა, დასახლებული ყოფილიყო | Allnews.Ge

პლანეტა ვენერა, შესაძლოა, დასახლებული ყოფილიყო

წარმოიდგინეთ პლანეტა, რომელსაც ყველაზე მძიმე ატმოსფერო აქვს, რადგან მისი ტემპერატურა დედამიწის ტემპერატურაზე 90-ჯერ მაღალია და თანაც ტყვიის დადნობა შეუძლია.

ეს პლანეტა ვენერაა, რომელსაც, მსგავსი ზომის გამო, დედამიწის ტყუპისცალადაც მოიხსენიებენ ხოლმე. აქ ცხოვრება, მეცნიერების თქმით, შეუძლებელია, თუმცა ახალი აღმოჩენა, 3 მილიარდი წლის წინანდელ, განსხვავებულ ისტორიას გვიყვება.

NASA-ს სივრცის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა, ნიუ-იორკში, კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, მომავალში დედამიწის კლიმატის ცვლილების წინასწარმეტყველება სცადეს. კვლევა ვენერას ამჟამინდელ მდგომარეობაზე დაყრდნობით უნდა ჩაეტარებინათ.

მათ აღმოაჩინეს, რომ ვენერას დედამიწასთან მცირე მსგავსება ნამდვილად აქვს. მეცნიერების აზრით, 2 მილიარდი წლის წინ, შესაძლოა, პლანეტა ვენერაზე თხელი ოკეანური საფარი და დედამიწის კლიმატზე ცივი ატმოსფერო ყოფილიყო. ისინი ფიქრობენ, რომ ცხელ ტემპერატურას ვენერას გარშემო არსებული დიდი ღრუბლიანი ცა ანეიტრალებდა.

1980 წელს, NASA-ს პირველმა მისიამ ვენერაზე, დაადგინა, რომ მზის შემდეგ, ვენერა მეორე პლანეტაა, რომლის ზედაპირზეც, ოკეანის არსებობა შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ ვენერა მზისგან დედამიწაზე მეტ სინათლესა და სითბის იღებს, რომლის მეშვეობითაც წყალი ორთქლდება და სივრცეში გაგზავნილი წყალბადი ნახშირორჟანგად გადაიქცევა. ეს ეფექტი, ვენერას ლანდშაფტზე მცენარეების არსებობას გამორიცხავს.

მეცნიერების აზრით, ვენერას ტოპოგრაფიის მიხედვით, ვულკანების ამოფრქვევამ მთლიანად დაფარა დაბლობები, რომლებშიც, წესით ოკეანის აუზები უნდა ყოფილიყო.

მეცნიერების აზრით, ამ კვლევის მიხედვით, ვენერასა და დედამიწის ორბიტები თითქმის იდენტურია. ასევე, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პლანეტებისთვის საცხოვრებელ გარემოს მათი ბრუნვის სისწრაფე და ტოპოგრაფია განსაზღვრავს. ვენერა დედამიწასა და სხვა პლანეტებთან შედარებით ნელა და მათი საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს, რაც, ნასას კვლევის მიხედვით, თხელი ატმოსფერული გარსითაა გამოწვეული, თუმცა, უკანასკნელი დასკვნა გვიჩვენებს,რომ ასეთი ტემპით ბრუნვა, სქელი ატმოსფეროს ქონის შემთხვევაშიც შესაძლებელია.

"თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წყალი სიცოცხლის საწინდარია, ამის გათვალისწინებით, მარსზე ცხოვრება შესაძლებელია, რადგან ის თბილი და ნესტიანი პლანეტაა მთელი მისი არსებობის განმავლობაში, თუმცა 4 მილიარდი წლის განმავლობაში ყველაზე მკვდარ პლანეტადაა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, შემიძლია, თამამამად ვთქვა, რომ ცხოვრების დასაწყებად, ვენერაზე უკეთესი პირობებია," -ამბობს ნასას მეცნიერი, ვეი.

მეცნიერების აზრით, ვენერასა და დედამიწას თითქმის ერთნაირი აგებულება აქვთ და ცვლილებებამდე, შესაძლებელია, პლანეტა ვენერაზე სიცოცხლე ყოფილიყო.

მომზადებულია "სი-ენ-ენ"-ის მიხედვით

myquiz