პროდუქტები, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს | Allnews.Ge

პროდუქტები, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს

ზოგჯერ ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება უჭირთ. მაგალითად, ბურგერის ან ღვინოს მიირთმევის დროს, სულაც არ ვფიქრობთ მათ სარგებლიანობაზე.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ სპიგელჰალტერის თქმით, ტელევიზორთან სოსისის მირთმევამ, თუ ეს ინტენსიურად ხდება, შესაძლოა, თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა 1 წლით შეამციროს.

პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ ყოველი ღერი სიგარეტი სიკვდილთან 15 წუთით გვაახლოვებს, ალკოჰოლის ხშირმა მოხმარებამ კი შესაძლოა სქსუალური დისფუნქცია და სიმსივნის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს.

სპიგელჰალტერის თქმით, დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ხილის მიღებას აზრი არ ექნება, თუ პარალელურად 20 ღერ სიგარეტს მოვწევთ.

პროფესორი ფეხით სიარულს და მეტი ბოსტნეულის მოხმარებას გვირჩევს.

მომზადებულია "ბი-ბი-სი"-ს მიხედვით.

myquiz