რამხელა შეიძლება გაიზარდოს "ოქროს თევზი" ? | Allnews.Ge

რამხელა შეიძლება გაიზარდოს "ოქროს თევზი" ?

თუ კი ოქროს თევზები (Carassius auratus), რომლებიც ასე უყვართ აკვარიუმის მფლობელებს, ხვდებიან ბუნებრივ ტბებსა და მდინარეებში, კარგი კვების ხარჯზე ისინი 10-ჯერ იზრდებიან ზომაში. ასეთ დასკვნამდე ავსტრალიელი მეცნიერები ჟურნალ Ecology of Freshwater Fish-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მივიდნენ.

სპეციალური აკუსტიკური გადამწოდების გამოყენებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტბებსა და მდინარეებში გაშვებულ თევზებს შეუძლიათ ასობით კილომეტრების დაფარვა და სხვა თევზების განადგურება.

მეცნიერებმა შეისწავლეს ავსტრალიის დასავლეთში მდებარე ერთ-ერთი მდინარე, სადაც ოქროს თევზები 12 წლის წინ, სავარაუდოდ, სახლის აკვარიუმების დაცლის შედეგად მოხვდნენ. "შესაძლოა, ისინი აკვარიუმებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ოჯახებმა არ მოინდომეს სხვაგან გადაბარგებისას აკვარიუმების გადატანა", - განაცხადა კვლევის ავტორმა სტივენ ბიტიმ პერტის უნივერსიტეტიდან.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაიჭირეს ფეხბურთის ბურთის ზომის ოქროს თევზები, რომლებიც 1,9 კილოგრამს იწონიდნენ. მკვლევარების თქმით, ტბებსა და მდინარეებში გაშვებული ეს მტაცებელი თევზები, შესაძლოა, სერიოზულად დაემუქრნენ თევზების სხვა ჯიშებს.

myquiz