ხალხი,რომელიც ყველაზე ნელა ბერდება | Allnews.Ge

ხალხი,რომელიც ყველაზე ნელა ბერდება

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ლათინოამერიკული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები უფრო ნელა ბერდებიან. ამის შესახებ Genome Biology-ი იუწყება.

"ლათინოამერიკელები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ევროპელები, მიუხედავად შაქრიანი დიაბეტისა და სხვა დაავადებების გავრცელების უფრო მაღალი მაჩვენებლების. მეცნიერები ამას "ლათინოამერიკულ პარადოქსს" უწოდებენ", - ამბობს კვლევის წამყვანი სპეციალისტი სტივ ხორვატი. ის აღნიშნავს, რომ ლათინოამერიკელები უფრო ნელა მოლეკულარულ დონეზე ბერდებიან.

მეცნიერებმა შეადარეს სხვადასხვა ხალხის დნმ-ი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლათინოამერიკელების სისხლი უფრო ნელა "ბერდება".

myquiz