რა არის დეჟა ვუ და რატომ გვემართება ის | Allnews.Ge

რა არის დეჟა ვუ და რატომ გვემართება ის

ნეირობიოლოგემბა პირველად გამოიკვლიეს დეჟა ვუ - ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ უკვე ნამყოფია გარკვეულ სიტუაციაში. ამის შესახებ New Scientist-ი წერს. დიდი ხნის მანძილზე მეცნიერები ვერ ხვდებოდნენ ამ ფენომენის წარმოქმნის ბუნებას. ერთ-ერთი ვერსიით, ადამიანის ტვინს შეუძლია ცრუ მოგონებების შექმნა, მაგრამ სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლის აკირა ო’კონორის ხელმძღვანელობით მომუშავე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ასე არ არის.

მათ გამოიყენეს ცრუ მოგონებების შექმნის მეთოდი - ისინი პაციენტს ეუბნებოდნენ შინაარსობრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ სიტყვებს - მაგალითად, საწოლი, ბალიში, ღამე, სიზმარი - მაგრამ შეგნებულად არ ახსენებდნენ ამ სიტყვების დამაკავშირებელ სიტყვა ”ძილს”. შემდეგ მეცნიერები სთხოვდნენ პაციენტს, გაიხსენოს დასახელებული სიტყვები და, როგორც წესი, ადამიანი ასახელებდნენ ”ძილსაც”.

მოგვიანებით, როდესაც პაციენტებს ეკითხებოდნენ, რა სიტყვები იქნა დასახელებული, მათ ახსოვდათ, რომ ჩამონათვალში არ იყო სიტყვა, რომელიც იწყებოდა ასობგერა "ძ"-ზე. მაგრამ როდესაც მათ უშუალოდ სიტყვა "ძილზე" ჰკითხეს, მეხსიერებაში ჩნდებოდა ცრუ მოგონება და ისინი დეჟა ვუს ახსენებდნენ.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ დროს აქტიურდებოდა გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი თავის ტვინის შუბლის წილი, და არა ჰიპოკამი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე.

მეცნიერების აზრით, ექსპერიმენტის დროს პაციენტების ტვინში მიმდინარეობდა კონფლიქტი - იმ მოგონებებს შორის, რაც მათ ნამდვილად განიცადეს და რაც ეგონათ, რომ განიცადეს. ამ შემთხვევაში დეჟა ვუ არის მეხსიერების შემოწმების სისტემის ეფექტური მუშაობის ნიშანი.

myquiz