სად არის საცობი ყველაზე ხშირად | Allnews.Ge

სად არის საცობი ყველაზე ხშირად

რომელ ქალაქშია მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი და ყველაზე ხშირი საცობები? "სიენენის" ცნობით, ასეთ ქალაქად მიჩნეულია ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა, სადაც 5,5 მილიონი მანქანა გადაადგილდება, მათგან მხოლოდ 2%-ია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ჯაკარტაში მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის, შესაძლოა, საათები დაგჭირდეთ. ამ ქალაქში თითქმის მუდმივად ისმის საყვირის ხმა.

გასულ წელს ინდონეზიის დედაქალაქში მასშტაბურ საცობს მსხვერპლიც მოჰყვა. დაიღუპა 12 ადამიანი. 20-კილომეტრიანი საცობი სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

კუნძულ იავაზე საცობში 12 ადამიანი გარდაიცვალა

კომპანია Castrol-მა GPS-ის მონაცემების დახმარებით მსოფლიოს მასშტაბით იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინა, სადაც ყველაზე ხშირია საცობი. შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე ხშირად საცობი ჯაკარტას შემდეგ თურქეთის ქალაქ სტამბოლშია. საცობების მიხედვით მესამე ადგილასაა მექსიკის დედაქალაქი მეხიკო, მეოთხეზე ინდონეზიის ქალაქი სურაბაია, მეხუთეზე - სანკტ-პეტერბურგი, მეექვსეზე - მოსკოვი, მეშვიდეზე რომი, ხოლო მერვეზე ბანგკოკი.

თბილისის მერიამ საცობების განტვირთვის ახალი გეგმა წარადგინა

myquiz