ირანში მწვანე ტბა წითლად შეიღება | Allnews.Ge

ირანში მწვანე ტბა წითლად შეიღება

ირანში მდებარე ურმიის ტბამ მკვეთრად შეიცვალა ფერი: ჯერ კიდევ აპრილში ის მუქი მწვანე ფერის იყო, ივლისის შუა რიცხვებში კი წითელი ფერის გახდა. NASA-ს თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები ნათლად აჩვენებს ამ ცვლილებას.

ურმიის ტბა ფერს ყოველ წელს იცვლის. ამის მიზეზი მიკროორგანიზმებია. საქმე ისაა, რომ გაზაფხულზე ტბაში, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე ძალიან გაშრა, მთებიდან სუფთა წყალი ჩამოდის. ზაფხულში კი წყლის დონე იკლებს, რის გამოც მასში მარილის კონცენტრაცია იზრდება. ფოტოზე ნაპირის გასწვრის მოსჩანს კიდევაც თეთრი მარილოვანი ნალექები.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წითლად ურმიის ტბა ერთუჯრედიანი წყალმცენარე დუნალიელას გამო იღებება. მწვანე ფერის ამ წყალმცენარემ წითელი ფერი შეიძლება გაზრდილი მარილიოანობის პირობებში მიიღოს. ტბის ფერის შეცვლის სხვა სავარაუდო მიზეზი ჰალობაქტერიებია, რომლებიც წითელ პიგმენტს გამოყოფენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ურმიის ტბამ რამდენიმეჯერ შეიცვალა ფერი, ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ წითელი ფერი სულ უფრო ჩვეული გახდება. გვალვებისა და სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარების გამო ტბამდე სულ უფრო ცოტა სუფთა წყალი აღწევს.

myquiz