რატომ ირევა ჩვენი საათები ? | Allnews.Ge

რატომ ირევა ჩვენი საათები ?

შესაძლოა, თქვენ აღმოჩენილხართ მსგავს მდგომარეობაში: მნიშვნელოვან შეხვედრაზე გაგვიანდებათ, თქვენი საათი კი გიჩვენებთ, რომ დრო ჯერ კიდევ გაქვთ, ამასობაში, საქმიანი პარტნიორი ამტკიცებს, რომ უკვე ძალინ გაგვიანდებათ. როდესაც ამ სტრესულ მდგომარეობას უმკლავდებით და სათათბირო ოთახში კედლის საათს შეხედავთ აღმოაჩენთ, რომ 5 წუთით დაგაგვიანდათ.

რატომ აჩვენებენ საათები განსხვავებულ დროს?

პირველ რიგში, საათის ისტორია უნდა გავიხსენოთ.

რა თქმა უნდა, პირველყოფილ ადამიანებს საათი არ სჭირდებოდათ, რადგან შემგროვებლობასა და მონადირეობაზე ორიენტირებული ჩვენი წინაპრებისთვის დროით კატეგორიას განსაკუთრებლი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თუმცა ცივილიზაციის განვითარების პარალელურად, ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ადამიანები იძულებულები გახდნენ შეთანხმებულად ემუშავათ, საქმის შეწყობილად კეთება კი რაიმე კონკრეტულ დროით მაჩვენებელს მოითხოვს.

პირველი სიახლე, რომელმაც დროით ჩარჩოებში მოგვაქცია მზის საათი იყო. ეგვიპტელებმა, რომლებისთვისაც რელიგიური რიტუალების ზუსტ დროს გამართვა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, წყლის უზარმაზარი საათი შექმნეს. შუასაუკუნების ევროპაში კი პირველი მექანიკური საათი გამოიგონეს, რომელიც თავიდან 15 წუთით ჩამორჩებოდა, დროთა განმავლობაში ჩამორჩენის მაჩვენებელი შემცირდა და რამდნიმე წამი გახდა.

როდესაც ყველა ადამიანი საათით აღიჭურვა დღის წესრიგში სხვა პრობლემა დადგა- რომელ დროზე გაესწორებინათ საათი. მათ ძირითადად ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და სასამართლოებში მდებარე დიდი კედლის საათების მიხედვით ასწორებდნენ, რომლებსაც, თავის მხრივ, შუადღის მზეზე ამოწმებდნენ.

მე-20 საუკუნეში მეცნიერებმა შექმნე საათები, რომლებიც კრისტალის, ზოგ შემთხვევაში კი ატომების რხევაზე იყო აწყობილი, რაც მის წამის მეასედებში გასწორების საშუალებას იძლეოდა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა,  კვარცის ხელის საათებზე ისეთი გარემოება მოქმედებს, როგორიც ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობაა. ამიტომ თქვენი ხელის საათი და კედლის საათი შსაძლოა ერთმანეთს დროში ასცდნენ, რადგან მოძრაობისას ტემპერატურისა და ტენიანობის  მაჩვენებელი, შესაძლოა, პერმანენტულად იცვლებოდეს და ხელის საათზე გავლენას ახდენდნენ. თუმცა ყველაფერი კარგად იქნბა, თუ საათებს ყოველ 2 თვეში ერთხელ შევამოწმებთ.

myquiz