შეიძლება თუ არა მთვარეულის გაღვიძება | Allnews.Ge

შეიძლება თუ არა მთვარეულის გაღვიძება

უცნაური ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ძილის დროს საჭმელს აკეთებენ, გარეთ გადიან ან მანქანას მართავენ, სინამდვილეში მთვარეულების დამახასიათებელი ნიშნებია. მაშინ, როდესაც ჩვენი ლოგიკური რეაქცია ღამით მოხეტიალე ადამიანების დანახვისას მათი გაღვიძება უნდა იყოს, თავს ვიკავებთ იმ გავრცელებული აზრის გამო, რომლის მიხედვითაც მთვარეულის გაღვიძება საშიშია.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორისა და ძილის სპეციალისტის ექიმ მარკ მაჰოვოლდის განმარტებით, მოსაზრება, რომ მთვარეულის გაღვიძება საშიშია, სათავეს წარსული ცრურწმენიდან იღებს. ექიმის თქმით, ადრე სჯეროდათ, რომ ძილის დროს სული ადამიანის სხეულს ტოვებს, ლეგენდის თანახმად, მთვარეულის გაღვიძების შემთხვევაში, მას სამუდამოდ სულის გარეშე ვტოვებთ.

დღესდღეობით მეცნიერები აღნიშნულ მდგომარეობას უკეთესად იცნობენ და იციან, რა ხდება მთვარეულის ტვინში. მეცნერების განმარტებით, მთვარეულის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება საკმაოდ რთულია, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი მოსიარულე ადამიანის საძინებლამდე გაცილებაა.

ამერიკული კომპანია თანამშრომლებს ჯანსაღი ძილისთვის დამატებით ანაზღაურებას უხდის

ძილში სიარული საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 15%-მდე მთვარეულია, ბავშვების უმეტესობა კი ამ ეტაპს თითქმის ყოველთვის გადის.

"ძილის დროს სიარული შეიძლება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა იყოს და არანაირად არ უკავშირდებოდეს ფსიქიკურ აშლილობას"-განაცხადა ექიმმა მაჰოვოლდმა.

მარკ მაჰოვოლდმა ძილის პროცესი განმარტა და განაცხდა, რომ ძილი ხშირად მთლიან ტვინზე არ ვრცელდება. მაგალითად, მთვარეული ადამიანის შემთხვევაში ტვინის ის ნაწილი, რომელიც მოტორული ფუნქციის შესრულებაზე აგებს პასუხს ფხიზელ მდგომარეობაში რჩება, თუმცა ის ნახევარსფერო, რომელიც მეხსიერებასა და ცნობიერი გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს ძილის მდგომარეობაში იმყოფება.

აქედან გამომდინარე, მთვარეულს გამოფხიზლებისას მისი ქმედებების შესახებ რელევანტური ინფორმაცია არ აქვს.

საშიშია თუ არა ძილში სიარული?

ექიმის განმარტებით, თუ მთვარეული საფრთხეს არ უქმნის საკუთარ თავსა და გარშემომყოფების უსაფრთხოებას, ის საშიში არ არის.

თუმცა, ისტორიას ახსოვს შემთხვევაები, როდესაც მთვარეულობა ფატალური შედეგითაც დასრულებულა. 1996 წელს კენტუკის შტატში მცხოვრებმა 16 წლის გოგომ თავისი მამა და 6 წლის ძმა მოკლა.

რა ხდება ორგანიზმში ერთკვირიანი უძილობის დროს?

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ დროს ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა დაგეს, რადგან მთვარეულის გონება მოქმედების პროცესში სრულიად გათიშულია, თუმცა იმის დადასტურება, რომ მკვლელობის დროს მას მართლა ეძინა ფაქტობრივად შეუძლებელია.

ფატალური შემთხვევებიგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, ცრურწმენა უკუვაგდოთ და დავრწმუნდეთ, რომ მთვარეული თავის საწოლ ოთახში დაბრუნდა.

მომზადებულია livescience.com-ის მიხედვით

myquiz