რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე მაღალი და დაბალი ადამიანები | Allnews.Ge

რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე მაღალი და დაბალი ადამიანები

როდესაც საუბარი სიმაღლეს ეხება ჰოლანდიელი მამაკაცები და ლატვიელი ქალები გახსენდება.

კვლევის შედეგების თანახმად, რომლებიც ჟურნალ a life- ში გამოქვეყნდა, ჰოლანდიაში მამაკაცის საშუალო სიმაღლე 183 სანტიმეტრს აღწევს, ლატვიელი ქალის საშუალო სიმაღლე კი 170 სანტიმეტრს შეადგენს.

მკვლევარებმა, 187 ქვეყანაში, უკანასკნელი 100 წლის გამავლობაში საშუალო სიმაღლის ცვლის ტენდენცია შეისწავლეს. 2014 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, სიმაღლეში ყველაზე მეტად ირანელი მამაკაცები და სამხრეთ კორეელი ქალები გაიზარდნენ - შესაბამისად 16 და 20 სანტიმეტრით.

გაერთიანებულ სამეფოში, დროის იმავე მონაკვეთში, როგორც მამაკაცების ისევე ქალების საშუალო სიმაღლე 11 სანტიმეტრით გაიზარდა, კაცის საშუალო სიმაღლე ახლა 178 სანტიმეტრს აღწევს, ქალისა კი 164-ს.

რაც შეეხება ამერიკელებს, მათი საშუალო სიმაღლე სულ რაღაც 5-6 სანტიმეტრით გაიზარდა და ყველაზე მაღალი ადამიანების რეიტინგში, ქალებისა და მამაკაცების სიმაღლის შესაბამისად, 37-ე და 42-ე ადგილი დაიკავა.

ყველაზე დაბალი მამაკაცების სტატუსი აღმოსავლეთ ტიმორში მცხოვრებმა კაცებმა მოიპოვეს, ქალებს შორის ამ სტატუსის მფლობელები კი გვატემალას მცხოვრებლები გახდნენ.

საშუალო სიმაღლის ყველაზე შესამჩნევი ზრდა აღმოსავლეთ აზიაში დაფიქსირდა.

ყველაზე მცირე ცვლილება კი სამხრე აზიისა და აფრიკის ქვეყნებში შეინიშნება, საუბარი 1-დან 6 სანტიმეტრამდე სხვაობაზეა.

აფრიკის ისეთ ქვეყნებში როგორიც უგანდა და სიერა-ლეონეა ამ მხრივ რეგრესიც კი შეინიშნება.

სხვა კვლევებმა ცხადყო, რომ სიმაღლის მატებას თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს. მაღალ ადამიანებს შედარებით ხანგრძლივი სიცოცხლე და გულ-სისხლძარღვთა ნალები პრობლემა აქვთ, სანაცვლოდ მათ სხვადასხვა სახის კიბოთი დაავადების მეტი შანსი აქვთ.

myquiz