საქართველო და მსოფლიო - როგორ ემზადება სამყარო ოლიმპიური თამაშებისთვის | Allnews.Ge

საქართველო და მსოფლიო - როგორ ემზადება სამყარო ოლიმპიური თამაშებისთვის

2016 წლის 5 აგვისტოდან 21 აგვისტომდე ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება. ეს იქნება სამხრეთ ამერიკაში ჩატარებული პირველი ოლიმპიადა.

ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაცილების ცერემონიალი მოუწყვეს, სადაც სპორტსმენები განსხვავებულ, არასპორტულ სამოსში გამოცხადდნენ.

მათი ხილვის შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი, ატყდა. ფორმამ დააბნია საზოგადოება, რადგან ეროვნული სამოსის შთაბეჭდილება არ დატოვა.

როგორც გაირკვა, ტანსაცმელი ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა. ოლიმპიელების სამოსის შეცვლის მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც 3 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.

Allnews.ge დაინტერესდა როგორი ფორმა ეცმევა სხვა ქვეყნების ოლიმპიურ ნაკრებებს. წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს:

კანადა

დიდი ბრიტანეთი

შვედეთი

სამხრეთ კორეა

აშშ

საფრანგეთი

ავსტრალია

კუბა

 

myquiz