ჩინელი "უილ ჰანთინგი", რომელმაც შესაბამისი განათლების გარეშე რთული მათემატიკური ამოცანა ამოხსნა | Allnews.Ge

ჩინელი "უილ ჰანთინგი", რომელმაც შესაბამისი განათლების გარეშე რთული მათემატიკური ამოცანა ამოხსნა

იუ ჯიანჩანის ცხოვრების ისტორია ცნობილი ფილმის "ჭკვიანი ვილ ჰანთის" სიუჟეტს ჰგავს. ჩინელმა ახალგაზრდა მიგრანტმა მათემატიკური აღმოჩენით მეცნიერები გააოცა. ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა თრგუნავდა, ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა გახდა.

იმ ფაქტს, რომ უმაღლესი განათლება არ მიუღია და არც ღრმა მათემატიკურ თეორიებს არ იცნობს, იუ ჯიანჩინისთვის რთული მათემატიკური ამოცანის ორიგინალურად და ინოვაციურად გადაწყვეტის პროცესში ხელი სულაც არ შეუშლია.

მათემატიკასა და ციფრებს იგი მხოლოდ სამსახურისგან თავისუფალ დროს უთმობს, ამ გატაცების ანაზღაურებად პროფესიად ქცევაზე კი არც დაფიქრებულა. მიიჩნევს, რომ მისი ტალანტი შრომისმოყვარეობასა და განმარტოების სურვილს უკავშირდება და არა თანდაყოლილ ნიჭს, რადგან მათემატიკური გათვლების გაკეთებას იმაზე მეტ დროს ანდომებს ვიდრე სხვა ახალგაზრდები.

კარმაიკლის ციფრების მისეული დამტკიცების თეორიას მეცნიერები უფრო ეფექტურად მიიჩნევენ.

"ძალიან შთამბეჭდავი მეთოდი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მას არასდროს მიუღია სისტემატური მათემატიკური განათლება, ეს მშვენიერი ნამუშევარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ არაჩვეულებრივი მათემატიკური ინსტინქტი აქვს." -განაცხადა ჩჯეცზიანის უნივერსიტეტის პროფესორმა.

კარმაიკლის ციფრებს ზოგჯერ ფსევდო მარტივ რიცხვებს უწოდებენ, რომლებიც ნამდვილი მარტივი რიცხვების განსაზღვრას ართულებს. ამავდროულად, მათ კომპიუტერულ მეცნიერებასა და ინფორმაციულ უსაფრთხოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

აღნიშნული მათემატიკური ამოცანის ამოხსნაზე იუ სოფელში სახლის მშენებლობის პარალელურად მუშაობდა.

"მოხარული ვარ, რომ ჩემეული დამტკიცება კლასიკური ვერსიისგან განსხვავებული აღმოჩნდა. - აღნიშნა ჯიანჩანმა.

პერსპექტიული მათმატიკური მომავლის მიუხედავად 33 წლის ჯინჩიანის მთავარი სურვილი დანიშვნა და ოჯახის შექმნაა, ცირები მის ცხოვრებაში მეორე ადგილს იკავებს, თუმცა სწორედ მათ მოუტანეს "ჭკვიანი ვილ ჰანთის" ფსევდონიმი.

myquiz