რა უნდა ვიცოდეთ დაოჯახებამდე | Allnews.Ge

რა უნდა ვიცოდეთ დაოჯახებამდე

1. 23 წლის შემდეგ შექმნილი ოჯახი განსაკუთრებით მყარია

პენსილვანიის უნივერსიტეტის 2014 წლის კვლევამ ცხადყო, რომ 18 წლის ასაკში შექმნილი ამერიკული ოჯახების 60% დაინგრა, მაშინ როდესაც 23 წლის შემდეგ დაოჯახებულ ადამიანთა გაყრის რიცხვი განახევრდა.

2. თაფლობისთვე ერთ წელს გრძელდება

ფსიქოლოგ გარი ლევანდოვსკის განმარტებით, თაფლობისთვის ფაზა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ვნებიანი სიყვარული, ურთიერთმიზიდულობა და პარტიორის იდეალიზება მუდმივად არ გრძელდება.

3. საბოლოოდ აცნობიერებ, რომ მარტო არ ხარ

როდესაც ერთად ცხოვრებას იწყებთ თანდათანობით ხვდებით, რომ განსხვავებული პრიორიტეტები და მისწრაფებები გაქვთ, ეს წინასწარ უნდა გაიაზროთ.

4. ყველაზე ბედნიერი ქორწინება მეგობრობის შედეგია

ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს 2014 წლის კვლევის თანახმად, მეგობრობა წარმატებულ ქორწინებასა და ცხოვრებისეულ კმაყოფილებას მარტივად ხსნის.

5. თუ თქვენი პარტნიორის კარგი ამბის მიმართ აღტაცებას გამოხატავთ უკეთესი ურთიერთობა გექნებათ

 

მრავალი კვლევის თანახმად, წყვილს, რომელიც კარგ ამბებსა და სიახლეებს აქტიურად აღნიშნავს ბედნიერების მაღალი მაჩვენებელი აქვს.

6. მცირე ასაკობრივი სხვაობა მტკიცე ოჯახის ეკვივალენტურია

ემორის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანების დაშორების საშიშროება წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობის ზრდის პროპორციულად იზრდება. კვლევის მიხედვით, 5 - წლიანი ასაკობრივი სხვაობის შემთხვევაში, დაშორების 18%-ია დაფიქსირებული, 10 - წლიანი სხვაობის დროს, კი ოჯახების დანგრევის 39%.

7. წყვილს შორის უკმაყოფილება მატულობს თუ საოჯახო საქმეს თანაბრად არ ინაწილებენ

ამერიკელების 60%-მა დააფიქსირა, რომ საოჯახო საქმის განაწილება ბედნიერი ქორწინების განმაპირობებელია. გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ ერთობლივი დრო საგრძნობლად შეიძლება დაიზოგოს თუ ოჯახში ყველა წევრი იმ საქმეს გააკეთებს, რაც განსაკუთრებით კარგად გამოსდის.

myquiz