როგორ გამოიყურება "შავი ყუთი" | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება "შავი ყუთი"

ალბათ, მკითხველს დააინტერესებს როგორია სინამდვილეში "შავი ყუთი".

უკვე ვიცით, რომ ჩამწერი მოწყობილობა თვითმფრინავის კორპუსშია განთავსებული და საფრენი აპარატის მაჩვენებლების, ასევე მფრინავების საუბრის ჩაწერაზეა პასუხისმგებელი.

აღნიშნული ჩანაწერები ავიაკატასტროფის და სხვა საჰაერო შემთხვევების გამომწვევი მიზეზებისა და დეტალების გაგების შესაძლებლობას გვაძლევს.

რა არის "შავ ყუთში"?! - გვეძლევა შესაძლებლობა შიგნით ჩავიხედოთ და მის შემადგენლობას გავეცნოთ.

მსგავსი რეგისტრატორების პირველი პროტოტიპები გასული საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა. თუმცა, ყველა ახლანდელი "შავი ყუთი" თავის არსებობას ავსტრიელ მეცნიერს დევიდ უორენს უნდა უმადლოდეს, რომელმაც რეგისტრატორის საკუთარი მოდელი 1956 წელს წარმოადგინა.

"შავი ყუთის" გახსნა, საჭირო ხელსაწყოების არსებობის პირობებშიც დიდ სირთულეს წარმოადგენს. მეტალის სქელი ფენის შიგნით ნივთიერების ფენაა, რომელიც მეხსიერების მიკროსქემას თვითმფრინავის აფეთქების შემთხვევაში მაღალი ტემპერატურისგან იცავს. ადრე აღნიშნული ნივთიერების ნაცვალად აზბესტი გამოიყენებოდა.

"შავი ყუთის" დამცავი გარსი ჩამწერის შიგთავსს დაუზიანებლად ინარჩუნებს ნახევარი საათის განმავლობაში ხანძრის კერაში, ერთი თვის განმავლობაში წყალქვეშ 6 კილომეტრი სიღრმეზე ყოფნისას და ხუთი წუთის განმავლობაში 2 ტონის სიძლიერის გადატვირთვისას.

რაც ყველაზე მთავარია, "შავი ყუთი" სულაც არ არის შავი ფერის.

myquiz