სტალინის აგარაკი აფხაზეთში | Allnews.Ge

სტალინის აგარაკი აფხაზეთში

ვისაც სტალინის ერთ-ერთი აგარაკი მაინც უნახავს, აგარაკი კი მას 70-მდე ჰქონდა, დარწმუნდება იმაში, რომ იგი ზედმიწევნით კონსერვატიული გემოვნებით გამოირჩეოდა, მისი ყველა აგარაკი ერთი სტილის იყო. თითქმის ერთნაირი ფასადები, ოთახები, საშენი და მოსაპირკეთებლი მასალა, აი, რა იყო დამახასიათებელი მისი ყველა რეზიდენციისთვის.

როგორც ცნობილია, აფხაზეთში სტალინს 5 აგარაკი ჰქონდა, ზოგიერთი თავად ნანახიც კი არ ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით მის ერთ-ერთ უსაყვარლეს აგარაკზე, რომელიც რიწის ტბაზე მდებარეობდა. ეს მისი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა ხოლმე.

აგარაკს თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი სახე, თუმცა როგორც ყველა ნაგებობა აფხაზეთში, ეს შენობაც საჭიროებს რესტავრაციას. ამბობენ, რომ სტალინმა ეს კლდოვანი ადგილი ნავით სეირნობისას შეარჩია, რეზიდენციაც სწორედ ამ კლდეში ჩაშენდა. რეზიდენციის მშენებლობაში მონაწილეობას პატიმრები იღებდნენ, კლდოვანი ადგილები სულ ხელით არის გასწორებული. იხილეთ გაგრძელება

myquiz