ამერიკული კომპანია თანამშრომლებს ჯანსაღი ძილისთვის დამატებით ანაზღაურებას უხდის | Allnews.Ge

ამერიკული კომპანია თანამშრომლებს ჯანსაღი ძილისთვის დამატებით ანაზღაურებას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზღვევო კომპანია Aetna საკუთარ თანამშრომლებს სრულფასოვანი ძილისთვის დამატებით ხელფასს ურიცხავს.

მაგალითისთვის, ყოველი 20-დღიანი სრულყოფილი ძილისთვის, კომპანიაში მომუშავეებს 25 დოლარის ოდენობის ანაზღაურება ერიცხებათ, რაც ყოველწლიურად დამატებით 300 ამერიკულ დოლარს ითვლის.

ამერიკულმა კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისი კვლევების გაცნობის შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც გამოუძინებელი ადამიანები ნაკლებეფექტურები და შრომისუნარიანები არიან.

Aetna-ს კორპორატიული პროგრამა 2009 წელს ამოქმედდა და მასში 25 ათასი თანამშრომლიდან 13 ათასმა მიიღო მონაწილეობა.

კომპანიაში მომუშავეებს ძილის მაჩვენებლების ჩაწერა ავტომატურად, სპეციალური სამაჯურების მეშვეობით შეუძლიათ, რომელიც Aetna-ს კომპიუტერებს დისტანციურად უკავშირდება.

ინემური: ძილის იაპონური ხელოვნება

კორპორატიული პროგრამების ვიცე-პრეზიდენტის კეი მუნის განმარტებით, მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი თანამშრომლებისთვის ბონუსების ჩარიცხვის გეგმაც შეიმუშავეს. სრულფასოვანი ძილისთვის დაწესებული ანაზღაურება ამ გეგმის ნაწილია.

მუნის თქმით, კომპანიაში მომუშავეები დამატებით ანაზღაურებას ფიტნესისთვისაც იღებენ.

რამდენიმე კვლევის შედეგი ცხადჰყოფს, რომ უძილობა ადამიანის შრომისუნარიანობასა და ნაყოფიერებას აქვეითებს, რაც კომპანიას წელიწადში 2 280 დოლარით აზარალებს. მკვლევართა გათვლებით, ამერიკის ბიუჯეტს ეს ყოველწლიურად 63 მილიარდი დოლარი უჯდება.

ძილი - სტრატეგიული რესურსი დამსაქმებლებისთვის

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უძილობა რთულ დაავადებებს იწვევს. მკვლევარების განმარტებით, ადამიანს, რომელსაც 6 საათზე ნაკლები სძინავს, სხვადასხვა ვირუსულ დაავადებასთან გამკლავების ნაკლები შანსი აქვს.

საინფორმაციო სააგენტო Huffington Post-ის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს არიანა ჰაფინგტონს 2007 წლამდე დღე-ღამეში 3-4 საათს ეძინა, რაც საბოლოოდ გულის წასვლითა და მრავლობითი დაზიანებებით დასრულდა. ამის შემდეგ, ჰაფინგტონმა წამოიწყო აქტიური კამპანია ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილის პოპულარიზაციისთვის.

ამავდროულად, მეცნიერების განმარტებით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დღე-ღამეში 6 საათზე ნაკლებს სძინავთ, თუმცა ეს მათ შრომისუნარიანობაზე უარყოფით გავლენას სულაც არ ახდენს.

რა ხდება ორგანიზმში ერთკვირიანი უძილობის დროს?

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორიო ინ-ჰუეი ფუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი გენებთან არის დაკავშირებული. მან და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს იშვიათი გენი, რომელიც ნაკლები ძილის პირობებში ნაყოფიერების შენარჩუნებაზე აგებს პასუხს.

მეცნიერის განმარტებით, აღნიშნული გენი 1000 ადამიანიდან მხოლოდ 1-ში ვლინდება.

"თქვენ ვერ ისწავლით შრომისუნარიანობის შენარჩუნებას ნაკლები ძილის პირობებში, ეს გენი ან გაქვთ ან არ გაქვთ"- ამბობს მეცნიერი.

myquiz