ეტაპები, რომლებიც კარიერული წინსვლისთვის უნდა გავიაროთ | Allnews.Ge

ეტაპები, რომლებიც კარიერული წინსვლისთვის უნდა გავიაროთ

უცხო ქალაქში გაერთო მთელი ღამით, დაიპყრო მწვერვალი, მოინახულო ქვეყნები, მიიღო ადრენალინი - უამრავი რამ არის, რასაც ვისურვებდით, რომ 30 წლამდე მოგვესწრო.

თუმცა რა არის ის, რაც ამ ასაკამდე პროფესიული თვალსაზრისით კარიერული წინსვლისთვის უნდა გავაკეთოთ? ექსპერტების დახმარებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპის გამოყოფა გახდა შესაძლებელი:

1. კარიერის საწყის ეტაპზე სამსახურიდან გათავისუფლება ყველაზე მტკივნეული ცხოვრებისეული გამოცდილებაა, თუმცა ის ალტერნატიული გეგმის შემუშავების აუცილებლობას გვასწავლის და ცხოვრების გზის კიდევ ერთხელ გადახედვაში გვეხმარება.

2. სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ დარჩე სამსახურში რომელიც გძულს - ამბობს Courageous Coaching Training Program -ის შემქმნელი ქეით სვაბოდა. სვაბოდას თქმით, უმჯობესია, წახვიდე იმ სამსახურიდან, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებს და დაიწყო მუშაობა საკუთარ თავზე, რაც ციფრულ ერაში არც თუ ისე დიდ სირთულეს წარმოადგენს.

10 რამ, რაც 30 წლის ასაკამდე უნდა სცადოთ

3. ექსპერტების რჩევით, პასუხი უნდა გასცე ისეთ მარტივ კითხვებს როგორიც არის - როგორ მინდა ვიგრძნო თავი ყოველდღიურად სამსახურში წასვლისას?  რა გავლენას ახდენს სამსახური ჩემს და გარშემომყოფების ცხოვრებაზე? რა მანიჭებს კმაყოფილების გრძნობას ამ სახის სამუშაოს შესრულებისას?

 

4. გამუდმებულ სტრესულ მდგომარეობაში ცხოვრება თქვენს ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ მდგომარეობაზე მძიმე კვალს ტოვებს, რამაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, სამსახურის მიმართ ინტერესის დაკარგვა გამოიწვიოს. აღნიშნული პრეცედენტისგან თავის დასაცავად და სტრესთან გასამკლავებლად სტრატეგიის შემუშავება აუცილებელია.

 

5. დრო ფულია - არც ერთ სერიოზულ კომპანიას ფულის ფლანგვა არ უყვარს. 30 წლამდე საჭიროა გაიაზროთ, რა ზრდის თქვენს ეფექტურობას მაქსიმალურად. ეს ცოდნა მომავალ წინსვლაში დაგეხმარებათ და დამსაქმებლის თვალში თქვენს ღირებულებას გაზრდის.

 

6. მას შემდეგ, რაც თქვენს ხედვას გაანალიზებთ მნიშვნელოვანია ის სხვებსაც გაუზიაროთ. მშვენიერია, როდესაც ამბობთ, რომ ხართ გადამწერი ან მუშაობთ ფინანსურ საკითხებზე, თუმცა მსმენელს შემდეგი კითხვის დასმის სურვილი აღარ უჩნდება. კითხვაზე რას აკეთებთ არ მოგერიდოთ, ახსენოთ თქვენი წვლილი, ის ადამიანები ვისაც ეხმარებით და გზა, რომლის მეშვეობითაც ეხმარებით. ეს თქვენი საქმიანობის სფეროზე ნათელ წარმოდგენას შექმნის და საჭირო კონტაქტების შეძენაში დაგეხმარებათ.

 

რა უნდა გავაკეთოთ 30 წლამდე? - წავიკითხოთ ეს 10 წიგნი

 

7. ექსპერტები გვირჩევენ შევეშვათ მრავალპროფილური განათლების მიღებას და ვსპეციალიზირდეთ რაღაც კონკრეტულში, რაც შემდეგ ჩვენი ძლიერი მხარე გახდება.

 

8. უარის მიღება სასიამოვნო გრძნობა არ არის, თუმცა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ითვლება. ექსპერტების რჩევის თანახმად, უარის ღირსეულად მიღება, მისი გაანალიზება და წინსვლის გაგრძელება უნდა ვისწავლოთ.

9. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესებას სათანადო ყურადღებას არ უთმობს, რაც კარიერული წინსვლის შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს. 30 წლისთვის სასურველია ჩვენს აზრებს ეფექტურად და მკაფიოდ გადმოვცემდეთ. ყველაფერი, რასაც ვამბობთ ან ვწერთ წარმოგვაჩენს პერსონალურად.

 

10. ის ფაქტი, რომ სკოლასა და კოლეჯში აღარ დადიხართ სწავლის გაგრძელების შემაფერხებელი არ უნდა გახდეს. ისწავლეთ ყველაფერი, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ და ისწავლეთ ყველა გამოცდილებისგან რასაც ცხოვრებაში მიიღებთ.

myquiz