ჰაერის დაბინძურების რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს | Allnews.Ge

ჰაერის დაბინძურების რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს

ჰაერის დაბინძურებას ყოველწლიურად 6 მილიონ 500 ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. სიკვდილიანობას იწვევს ყველაფერი, დაწყებული ფილტვის კიბოდან, დამთავრებული გულის დაავადებებით.

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა, იმასთან დაკავშირებთ, რითია გამოწვეული დაბინძურების მსგავსი ხარისხი და რა უნდა გავაკეთოთ აღნიშნული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა იმ ქვეყნების რეიტინგი, სადაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

2012 წლის მონაცემების მიხედვით, რეიტინგის პირველ ადგილს საქართველო იკავებს.

აქ 100 ათას გარდაცვლილს შორის 300 ჰაერის დაბინძურებით კვდება. ჰაერის დაბინძურების ხარისხის ექსპერტის, ტიმ კოვაჩის განმარტებით, ქვეყანაში ბევრი დიზელზე მომუშავე ძველი მანქანაა, რაც ჰაერის დაბინძურების მაღალ ხარისხს განაპირობებს. კოვაჩის თქმით, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარებული არ არის, ამიტომ მოსახლეობა საკუთარი მანქანების ყოლას ამჯობინებს, რამაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ტრანსპორტის რაოდენობის გაორმაგება გამოიწვია.

კოვაჩის განმარტებით, მანქანების საშუალოო ასაკი 10-დან 15 წლამდე მერყეობს და ამას ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

ამერიკის შეერთებული შტატები რეიტინგის ბოლოშია. ექპერტების თქმით, ამ ქვეყანაში დიზელზე მომუშავე მანქანების რაოდენობა უმნიშვნელოა. მეცნიერების განმარტებით, დიზელზე მომუშავე მანქანები ბენზინზე მომუშავე ტრანსპორტთან შედარებით მეტად აბინძურებენ ჰაერს.

ამავდროულად, მდიდარი ქვეყნები სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებენ ჰაერის დასუფთავებისა და გარემოს დაცვის პროგრამებში.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევების მიზანი, 2040 წლისთვის ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის 3 მილიონ 300 ათას ადამიანამდე შემცირებაა.

 

myquiz