ლურჯი ღვინო - ინოვაცია ღვინის ინდუსტრიაში | Allnews.Ge

ლურჯი ღვინო - ინოვაცია ღვინის ინდუსტრიაში

ყველას გაუგია წითელი, თეთრი, ვარდისფერი ღვინო, თუმცა, ლურჯი ღვინო ინოვაციაა.

ცოტა ხნის წინ ესპანეთში სტარტაფმა "გიკი" ღვინის ინდუსტრიაში სიახლე შეიტანა. მათ ბასკეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის გუნდთან ერთად შექმნა ლურჯი შეფერილობის ღვინო. იგი ესპანეთში მოყვანილი სხვადასხვა სახეობის ყურძნის, მათ შორის წითელი და თეთრი ყურძნის კომბინაციაა.

ლურჯ შეფერილობას მას ყურძნის კანში არსებული მცენარეული პიგმენტი - ანტოციანი და ორგანული საღებავი აძლევს. როგორც ლურჯი ღვინის შემქმნელები ამბობენ, მათ ეს ფერი აირჩიეს, ვინაიდან იგი მოძრაობასთან, ინოვაციასა და უსასრულობასთან ასოცირდება.

ლურჯი ღვინო მალე ხელმისაწვდომი ევროპის ქვეყნებში იქნება.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით

myquiz