რაზე მეტყველებს თქვენი სიარულის მანერა? | Allnews.Ge

რაზე მეტყველებს თქვენი სიარულის მანერა?

ადამიანები ხშირად თვლიან, რომ სიარულის მანერა მათი ხასიათის ზოგიერთ თვისებას ასახავს.

ეს ყოველთვის ასე არაა, - თუმცა, BBC Future-ის მიმომხილველის თქმით, სიარულის მანერამ სხვებს შესაძლოა, იმის შესახებ მოუთხროს, რის დამალვასაც ასე საგულდაგულოდ ვცდილობთ.

მაგალითად ბარში, ქოვბოის მანერით მოსიარულე ადამიანის დანახვისას, ალბათ, უმეტესობა იფიქრებს რომ იგი საკუთარ თავში დარწმუნებულია და ვერ შეიკავებს თავს მამაკაცის შესახებ წინასწარი დასკვნების გამოტანისგან.

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სიარულის მანერის დაყოფა შეიძლება ორ ტიპად: "ახალგაზრდული" და "ბებრული"

პირველისთვის დამახასიათებელია, უფრო ელასტიური რითმი, თეძოების რხევა, ხელების ქნევა უფრო ფართო ამპლიტუდით და ხშირი ნაბიჯები.

მეორე ვარიანტში, ადამიანები დადიან უფრო ნელა, შებოჭილად და მეტად არიან წინ გადახრილები.

აღსანიშნავია, რომ ეს ტიპები რეალურად არ ასახავს მოსიარულეთა ასაკს. თქვენ შესაძლოა იყოთ ახალგაზრდა ადამიანი სიარულის "ბებრული" მანერით და პირიქით.

ჭეშმარიტების გასარკვევად, რამდენიმე წლის წინ, ჩატარებულ ექსპერიმენტს დავუბრუნდეთ, რა დროსაც, ადამიანის სიარულის მანერა და მისი თვითშეფასება იყო შედარებული.

შედეგად, გამოიკვეთა ორი ტიპის სიარულის მანერა.

პირველი, ექსპანსიური და თავისუფალი სტილი, რომელიც ადამიანებისთვის ავანტიურიზმთან, ექსტრავერსიასთან, სანდოობასთან და სიკეთესთან ასოცირდება.

მეორე, ნელი და მშვიდი მანერა, რომელიც მაყურებელთა თვალში ემოციონალური სტაბილურობის ნიშნად მიიჩნევა.

თუმცა, სიარულის მანერიდან გამომდინარე გაკეთებული დასკვნები მცდარი აღმოჩნდა.

მაგრამ, არსებობს უფრო ზუსტი მეთოდი, რომელიც ჩვენს დაუცველობის შეგრძნებას უკავშირდება.

ადრეულ კვლევებში დადასტურდა, რომ მეტად დაუცველად გამოიყურებიან ადამიანები, რომლებიც ნელი, მოკლე ნაბიჯებით დადიან და ხელები სხეულთან ახლოს აქვთ. (ეს აღწერა ძალიან გავს "ბებრული" სიარულის მანერას.

2006 წელს გამოქვეყნა საკმაოდ საინტერესო იაპონური კვლევა, რომლის დროსაც მამაკაცებს ეკითხებოდნენ რომელ ქალებს აირჩევდნენ ორაზროვანი დიალოგისთვის ან "შესაბმელად".

აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო დიდი მონდომებით ეცნობოდნენ ისეთ ქალებს, რომლებიც დაუცველების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.

ცხადია, ექსპერიმენტის დროს, ქალების შერჩევა მხოლოდ სიარულის მანერის მიხედვით ხდებოდა.

უფრო მეტად საგანგაშო შედეგები მოგვცა კვლევამ, როდესაც ფსიქოპათიის ნიშნების მქონე დამნაშავეებმა, აბსოლუტური სიზუსტით შეძლეს ამოეცნოთ ადამიანები, რომლებმაც წარსულში თავდასხმა გადაიტანეს.

მაგალითისთვის, სერიული მკვლელი ტედ ბანდი ამბობდა, რომ თავისი მომავალი მსხვერპლის ამოცნობა სიარულის მანერით შეუძლია.

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ შესაძლებელია სიარულის მანერის დასწავლა ისე, რომ ჩვენთვის ხელსაყრელი შთაბეჭდილება დავტოვოთ გარშემომყოფებზე.

 

myquiz