რა მოსდის თქვენს ორგანიზმს ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ? | Allnews.Ge

რა მოსდის თქვენს ორგანიზმს ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ?

ნიდერლანდების აკადემიური სტომატოლოგიური ცენტრის (Academic Centre for Dentistry) მეცნიერების ჯგუფმა გაარკვია, რომ ანტიბიოტიკების ერთი კურსი ნაწლავის მიკროფლორის სერიოზულ დარღვევას იწვევს.

მკველვარებმა გამოიკვლიეს 66 ადამიანი დიდი ბრიტანეთიდან და შვედეთიდან. თითოეულ მათგანს უნდა მიეღო პლაცებო ან ერთ-ერთი ანტიბიოტიკით (რომელთა შორის იყო ციპროფლოქსაცინი, კლინდამიცინი, ამოქსიციკლინი, მინოციკლინი) ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი.

მეცნიერებმა ექსპერიმენტის მონაწილეების განავლისა და ნერწყვის ნიმუშები აიღეს კურსის დასაწყისში, ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებისთანავე და მკურნალობიდან 1, 2, 4 ან 12 თვის შემდეგ.

აღმოჩნდა, რომ ანტიბიოტიკების მიღება აძლიერებდა წამლისმიერი მდგრადობის განვითარებაზე პასუხისმგებელი გენების ექსპრესიას, ასევე მოქმედებდა ნაწლავში მიკროორგანიზმების მრავალფეროვნებაზე.

ავტორებმა შენიშნეს ბიტურატების მასინთეზირებელი ბაქტერიების რაოდენობის შემცირება. ეს უკანასკნელი აქვეითებს ანთების დონესა და აინჰიბირებს ნაწლავის კიბოს განვითარებას.

პირის ღრუში ნორმალური მიკროფლორის აღდგენას მხოლოდ რამოდენიმე კვირა სჭირდებოდა, ხოლო ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციას არაერთი თვე.

ყველაზე სწრაფად, 4 თვის მანძილზე, ბაქტერიული შემადგენლობა კლინდამიცინის მიღების შემდეგ აღდგა. ციპროფლოქსაცინის მიღება იწვევდა უფრო სერიოზულ შედეგებს - მიკროფლორის ნორმალიზაციას თითქმის ერთი წელი სჭირდებოდა.

ამოკსიციკლინი არ მოქმედებდა ნაწლავის მიკროორგანიზმების მრავალფეროვნებაზე, თუმცა ხელს უწყობდა წამლისმიერი მდგრადობის განვითარებაზე პასუხისმგებელი გენების აქტივაციას.

ლალი ჩხიკვაძე

myquiz