ლატარეაში მოგებული და უაზროდ დახარჯული მილიონები | Allnews.Ge

ლატარეაში მოგებული და უაზროდ დახარჯული მილიონები

ნიგერიელმა ქალმა, რომელმაც ლატარეაში შთამბეჭდავი თანხა მოიგო, ფული ჩეკის გადაცემიდან 1 საათში ქუჩის მაწანწალას გადასცა.

46 წლის ლაგოსელმა როზმარი ობიეკორმა თავისი საქციელი ასე ახსნა: "უამრავი ისტორია მსმენია ადამიანებზე, რომელთაც ლატარეაში დიდი თანხა მოიგეს, შემდეგ კი მათ თავს უამრავი უბედურება დატრიალდა. ამიტომაც გადავწყვიტე, გადავცე ფული პირველ შემხვედრს".

როზმარისგან განსხვავებით, ზოგიერთი იღბლიანი იწყებს ფულის უაზროდ ფლანგვას და საბოლოოდ, კოტრდება. როგორც პრაქტიკა უჩვენებს, მსგავს "ქარის მოტანილ" ფულს სიხარული და ბედნიერება ყოველთვის როდი მოაქვს.

გთავაზობთ ამის დამადასტურებელ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს:

აშშ-ში ლატარეის გამარჯვებულმა 429 მილიონი დოლარი მოიგო

ხარჯვა, ხარჯვა და მხოლოდ ხარჯვა!

ვივიან ნიკოლსონი - ლატარეის ყველაზე ცნობილი გამარჯვებული, რომელმაც 1961 წელს 3 მლნ დოლარი მოიგო. ჟურნალისტების შეკითხვაზე: "რას უპირებთ მოგებულ თანხას", მიუგო

"ხარჯვას, ხარჯვას, ხარჯვას!".

მიცემულ პირობას არ გადაუხვია და მოგებული თანხის ფლანგვას მიჰყვა: ყიდულობდა ტანსაცმელს, ძვირფასეულობას, ავტომობილებს, 5 წელიწადში 3 მილიონ დოლარს წირვა გამოუყვანა.

ამ "შოპ-გარბენის" პერიოდში ვივიენმა დაქვრივება და 5-ჯერ გათხოვება მოასწრო, გადაიტანა ინსულტი, გახდა ალკოჰოლიკი, 2-ჯერ ეცადა თვითმკვლელობას და რამდენიმე ხანი ფსიქიატრიულშიც იწვა. ამჟამად ის უმუშევარი მარტოხელა პენსიონერია, რომელიც თვეში 300-დოლარიანი პენსიით ცხოვრობს.

"ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალის ქონება გაანულა

შოპინგი, წვეულებები და მკერდის გადიდება

კელი როჯერსი ერთ დროს პლანეტის ყველაზე იღბლიანი მოზარდი გახლდათ. მან ლატარეაში 1,9 მილიონი ევრო მოიგო 16 წლის ასაკში, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 3 მილიონი ევროა. იმის ნაცვლად, რომ თანხა უძრავ ქონებაში ჩაედო და ბიზნეს-ლედი გამხდარიყო, გოგონამ მთელი თანხა შოპინგში, გართობაში და მკერდის გადიდებაში დახარჯა. ამჟამად კელი 25 წლისაა, 2 შვილი ჰყავს, 2-ჯერ თვითმკვლელობა სცადა და მუშაობს... მოახლედ.

უმუშევარი - მილიონერი - მეეზოვე

მაიკლ ქეროლზე სულელურად, ალბათ მოგებულ 15 მილიონ დოლარს ვერავინ განკარგავდა. 26 წლის უმუშევარი ბრიტანელი სუპერმარკეტში შევიდა ლუდის საყიდლად, "სამწუხაროდ" თანხა არ ეყო და ლატარეის ბილეთის შეძენა გადაწყვიტა. ბილეთმა ჯეკ-პოტი - 15 მილიონი დოლარი მოიგო.

თავიდან მაიკლი ახლობლებსა და მეგობრებს ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა, შემდეგ დაიწყო ფულის ხარჯვა წვეულებებში, კოკაინში, მანქანებსა და მეძავებში. 1 წლის შემდეგ იგი დღეში 2 ათას დოლარს მხოლოდ კოკაინში ხარჯავდა.

მაიკლი ცოლმა მიატოვა, 1 მილიონი დოლარი იპოდრომზე, ხოლო 2 მილიონი - საყვარელი საფეხბურთო გუნდის ფსონზე დადებით წააგო.

უკანასკნელი 600 ათასი დოლარით 2008 წელს ვალები გადაიხადა და უძრავი ქონება და ავტომობილებიც გასაყიდი შეექნა.

ამჟამად, მაიკლ ქეროლი მეეზოვედ მუშაობს და საათში 5 დოლარს გამოიმუშავებს. მამაკაცის თქმით, მისი ცხოვრება ბევრად გაიოლდა, ვიდრე მილიონერობის პერიოდისას.

მილიარდერი, რომელიც ფულის დაზოგვის მიზნით მეორად ტანსაცმელს იცვამს

მორიგი გაკოტრება

უილიამ პოსტის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, მიუხედავად იმისა, რომ მან 16 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო ლატარეაში. ყველაფერი კი მეუღლის საჩივრით დაიწყო, რომელმაც მოგების წილი მოითხოვა, ამას მოჰყვა დავა ძმებთან, რომელთაც უილიამი აიძულეს, ფული საავტომობილო და სარესტორნო ბიზნესში ჩაედო. საბოლოოდ, პოსტი გაკოტრდა... იხილეთ გაგრძელება

myquiz