ვიტამინებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის - რას ამბობს კვლევები? | Allnews.Ge

ვიტამინებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის - რას ამბობს კვლევები?

მიიღეთ მეტი ბოსტნეული, ივარჯიშეთ და არ დაივიწყოთ ვიტამინები - ხშირ შემთხვევაში, გვეჩვენება, რომ ეს ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საუკეთესო რჩევებია.

თუმცა, მრავალწლიანმა კვლევებმა ვერც ერთი ღირებული მტკიცებულების პოვნა ვერ შეძლო, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ვიტამინებს რაიმე მნიშვნელოვანი სიკეთე მოაქვს ორგანიზმისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ვიტამინებზე დამოკიდებულება გაცილებით მეტ პრობლემას ნიღბავს, რადგან სინამდვილეში საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებას არ ვიღებთ", - ეს კეტრინ პრაისის უკანასკნელი წიგნის "ვიტამანიას" მთავარი თემაა.

"ჩვენ ვიყენებთ ვიტამინებს, როგორც სადაზღვეო საშუალებას იმის კომპენსირებისთვის, რის მიღებასაც ვერ ვახერხებთ ან ვახერხებთ, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით. თითქოს ვიტამინებს ყველაფრის გამოსწორება შეეძლოს", - წერს პრაისი თავის წიგნში.

კვლევები ცხადყოფს, რომ ვიტამინებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, რადგან ზოგიერთი მათგანი გარკვეული სახის კიბოს ზრდას უწყობს ხელს, ნაწილი თირკმელში კენჭებს წარმოქმნის, დაავადებებს კი, რომლის გამოწვევაც ვიტამინს შეუძლია, ფატალურ შედეგამდე მივყავართ.

 

ჩნდება კითხვა თუ სწორად არ ვიკვებებით და არც ვიტამინებია გამოსავალი, რისი გაკეთება შეგვიძლია?

პირველ რიგში, ყოველდღიური რაციონი უნდა შევცვალოთ. ბევრისთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა ვჭამოთ ნაკლები წითელი ხორცი, ტკბილეული და მივიღოთ მეტი ხილ-ბოსტნეული. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები გვირჩევენ, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, ვეცადოთ, მივიღოთ მეტი მცენარეული ცხიმი, ავოკადო, ცხიმიანი თევზი და ნიგოზი.

რჩევები, რომლებიც ჯანსაღი კვების დაწყებაში დაგვეხმარება:

- ბოსტნეული თქვენი ყოველდღიური რაციონის ქვაკუთხედი უნდა გახდეს

- ნიგოზი სასარგებლოა

- შეამცირეთ შაქრისა და რაფინირებული ნახშირწყლების მიღება

- დაუმატეთ თქვენს რაციონს ცხიმიანი თევზი და ორაგული

- ჭამეთ ავოკადო.

ყველა ეს პროდუქტი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ამიტომ ხელოვნური დანამატების მიღების აუცილებლობა აღარ არსებობს.

myquiz