მეცნიერებმა რიო-დე-ჟანეიროში სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერია აღმოაჩინეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა რიო-დე-ჟანეიროში სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერია აღმოაჩინეს

მეცნიერებმა რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე "სუპერ ბაქტერია" აღმოაჩინეს. კველევმა ცხადყო, რომ აღნიშნული ბაქტერია მხოლოდ საავადმყოფოებში შეიძლება გვხვდებოდეს. მიუხედევად ამისა, ჩატარებული კვლევის თანახმად, მიკრობები რიოს 5 სანაპიროზეა გავრცელებული- კოპაკაბანაზე, იპანემაზე, ლებლონზე, ბოტაფოგოსა და ფლამენოზე.

იმ სანაპიროების უმეტესი ნაწილი, სადაც "სუპერ ბაქტერია" გვხვდება 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

მეცნიერების თქმით, მიკრობი სიცოცხლისთვის საშიშია. ის მრავალ დაავადებას, მათ შორის, საშარდე გზებისა ინფექვიას, კუჭნაწლავის, ფილტვებისა და სისხლძარღვების დაავადებებს იწვევს, ამასთანავე, ხელს უწყობს მინინგიტის განვითარებას.

კვლევებმა აჩვენა, რომ მიკრობებით გამოწვეული დაავადებები უმეტეს შემთხვევაში  სიკვდილიანობას იწვევს.

კვლევა, რომელიც 2014 წელს ჩატარდა ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული.

 

მასალა მომზადებულია "როიტერის" მიხედვით.

myquiz