ლონდონის ცენტრში პირველი ნუდისტური რესტორანი გაიხსნა | Allnews.Ge

ლონდონის ცენტრში პირველი ნუდისტური რესტორანი გაიხსნა

ლონდონის ცენტრში პირველი ნუდისტური რესტორანი გაიხსნა.

რესტორანი Bunyadi მხოლოდ ზაფხულის სეზონში იმუშავებს და გაყოფილი იქნება ორ სექციად. ერთ-ერთში მხოლოდ ნუდისტები შეძლებენ დასვენებას, სადაც მათ მინიმალურ ტანსაცმელში გამოწყობილი პერსონალი მოემსახურება.

ნუდისტური რესტორნის გახსნის იდეამ დიდ ბრიტანეთში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. გახსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, Bunyadi-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ბილეთები 45 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიძინა. ბილეთის ფასი 55-65 ევროს შეადგენს.

"იდეა იმაშია, რომ თქვენ სრული გათავისუფლება იგრძნოთ", - ამბობს რესტორნის მფლობელი სებ ლაიალი.

ახლად გახსნილი რესტორნის მთავარი ელემენტი ბამბუკია, ხოლო ელექტოენერგიის ნაცვლად, დაწესებულებას სანთლებით ანათებენ.

 Bunyadi-ის ვიზიტორები ტანსაცმელს სპეციალურ კარადებში ტოვებენ. გასაგები მიზეზების გამო,  რესტორანში ფოტოსურათების გადაღება სასტიკად აკრძალულია.

myquiz