ბილ გეიტსი ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში 100 000 ქათმის დარიგებას აპირებს | Allnews.Ge

ბილ გეიტსი ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში 100 000 ქათმის დარიგებას აპირებს

ამერიკელმა მილიარდერმა, ბილ გეიტსმა ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მასშტაბური პროგრამის გაშვებას გეგმავს, რომელიც ტრაპიკული აფრიკის ქვეყნებში მეფრინველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროგრამის ფარგლებში გეიტსი, რეგიონის სახელმწიფოებისთვის 100 000 ქათმის გადაცემას აპირებს.

პროექტის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სოფლად მცხოვრები ოჯახების 30%-ს ჯანმრთელი ქათმების გაზრდაში დაეხმაროს.

"შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ მე ნამდვილად მომწონს ქათმების გამრავლების იდეა" - განაცხადა მილიარდერმა.

ბილ გეიტსის გათვლების მიხედვით, 5 ფრინველის მფლობელი, 3 თვის განმავლობაში, მათი რაოდენობის 40-მდე გაზრდას შეძლებს. ამასთან, ფერმერის წლიური შემოსავალი ათას დოლარს გადააჭარბებს.

წარმატების შემთხვევაში, აღნიშნული პროექტი ნაწილობრივ გადაწყვეტს სიღარიბისა და შიმშილის პრობლემას.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, 2015 წლის ანგარიშის თანახმად, საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებში მოსახლეობის მეოთხედი შიმშილის ზღვარზე ცხოვრობს.

myquiz