უცნობი ფაქტები Facebook-ის შესახებ | Allnews.Ge

უცნობი ფაქტები Facebook-ის შესახებ

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელი Facebook მარკ ცუკერბერგმა 2004 წლის 4 თებერვალს, მეგობრებთან ერთად ჰარვარდში სწავლისას დაარსა.

2006 წლის სექტემბრიდან, სოციალური ქსელი ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის, რომელსაც ელექტრონული ფოსტა აქვს.

2015 წლის კვლევის მიხედვით, Facebook-ს ერთ თვის აქტივობის მიხედვით მილიარდნახევარი მომხმარებელი ჰყავს.

ამ სოციალური ქსელის შესახებ არსებობს უფრო საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტებიც. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

1. ყოველდღიურად Facebook-ზე 350 მილიონი ფოტო იტვირთება. გასული წლის სექტემბერში გაკეთებული ანგარიშის მიხედვით, მომხმარებელს 250 მილიარდ ფოტოზე მეტი ჰქონდა ატვირთული. სოციალური ქსელის მომხმარებელი საშუალოდ წამში 4000 ფოტო დებს.

2. Facebook-ის ლოგო ლურჯი ფერისაა, რადგან მარკ ცუკერბერგი წითელ და მწვანე ფერს ვერ აღიქვამს. "ლურჯი ყველაზე მდიდარი ფერია ჩემთვის", - თქვა ცუკერბერგმა New Yorker-ის ჟურნალისტთან საუბრისას.

3. მარკ ცუკერბერგი მოკრძალებული გარდერობით და ნაცრისფერი მაისურებით გამოირჩევა. ამ გზით კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ყოველდღიურად ტანსაცმლის შერჩევაზე დროს ზოგავს, თუმცა საჭიროების შემთხვვაში სოლიდურ ჩაცმულობასაც არ ერიდება. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ცუკერბერგთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰალსტუხის გაკეთება აიძულა.

4. 2006 წელს ცუკერბერგმა Yahoo-ს მიერ შეთავაზებულ მილიარდ დოლარზე უარი თქვა. იმ დროისთვის ცუკერბერგი 22 წლის იყო და კომპანიის 25 პროცენტს ფლობდა. Facebook-ის აღმასრულებელმა შეთავაზებულ თანხაზა უარის თქმისას განმარტა, რომ არ იცოდა რაში დაეხარჯა: "ამ თანხის მიღების შემთხვევაში სხვა სოციალური ქსელი უნდა გავაკეთო, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ერთი უკვე მაქვს", - თქვა ცუკერბერგმა. Facebook-ი დღეს 135 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

5. YouGov-ის გამოკითხვები აჩვენებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში Facebook-ის მომხმარებლების სამი მეოთხედის ფოტოებზე გამოსახულია ადამიანები, რომლებიც სვამენ ან უკვე ნასვამები არიან.

6. სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად Facebook-ი იმ ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, რომლებიც ვებგვერდის კოდირებაში ხარვეზს აღმოაჩენენ, ფულად ჯილდოს აწესებს. საწყისი ფულადი ჯილდო 500 დოლარს შეადგენს, მაქსიმალური თანხა, რომელიც Facebook-ს ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტების გადაუცია 33 ათას 500 დოლარია.

7. ცუკერბერგი Twitter-ის გულშემატკივარი არ არის. სამასი ათასი ე.წ ფოლოუერის მიუხედავად, თავის "ექუნთზე" 19 "პოსტი" აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის ერთი 2012 წელს, დანარჩენი კი 2009 წელს გამოაქვეყნა.

8. 2008-2009 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს ისლანდიის ხელისუფლებამ კონსტიტუციის გადაწერა დაიწყო, მოსახლეობის რეკომენდაციებს კი Facebook-ის საშუალებით იღებდა.

9. Facebook-ი 70 ენაზე ფუნქციონირებს.

10. 2011 წელს დაშორებული წყვილის მესამედმა შეტყობინება სოციალურ ქსელზე გამოაქვეყნა.

მომზადებულია Independent-ის მიხედვით

myquiz