5 "არაჯანსაღი" პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში კარგია ჯანმრთელობისთვის | Allnews.Ge

5 "არაჯანსაღი" პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში კარგია ჯანმრთელობისთვის

როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, კარტოფილი, ცხიმი და კვერცხი არაჯანსაღია. თუმცა, ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს საკვები პროდუქტები ჯანმრთელობისთვის კარგია. კვების სპეციალისტი და ლონდონის King's College-ის ლექტორი, სკოტ ჰარდინგი საუბრობს ხუთი საკვები პროდუქტის დადებით მხარეებზე. ესენია:

კვერცხი

დიდი ხანია ამბობენ, რომ კვერცხი გულისთვის ცუდია. დიდი ზომის კვერცხი 185 მგ ქოლესტერინს შეიცავს, რისი მიღებაც სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდის. თუმცა, ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულმა ვლევებმა აჩენა, რომ ქოლესტერინის ზომიერად მიღება ძალიან მცირე გავლენას ახდენს სისხლში ქოლესტერინის დონეზე.

ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ კვერცხი პროტეინის, რამდენიმე ვიტამინისა და მინერალის წყაროა.

ცხიმი

მარგარინი, რომელიც მცენარეულ ცხიმზეა დამზადებული, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში მე-19 საუკუნიდან გამოიყენება როგორც კარაქის შემცვლელი.

მარგარინი უფრო იაფია ვიდრე კარაქი, ამასთან უფრო ჯანსაღი. ამიტომაც ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას მის მიღებას ურჩევენ.

როგორც აღმოჩნდა, მარგარინის აქტიურად გამოყენებამ მსოფლიოს მასშტაბით გულსისხლძარღვთა დაავადებები შეამცირა.

კარტოფილი

კარტოფილი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი არაჯანსაღი საკვები, ვინაიდან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწლებს, რასაც თავი უნდა ავარიდოთ. თუმცა, ეს ბოსტნეული ასევე მდიდარია C ვიტამინით, B ვიტამინით და მინერალებით.

რძის პროდუქტები

რძის პროდუქტები დიდი რაოდენობით კალცსა და ცილებს შეიცავს, თუმცა, მათი მიღებისას ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა დიდი რაოდენობით ცილა არ მივიღოთ. ამავე დროს, მათი მიღება აუცილებელია, რათა ორგანიზმმა დააგროვოს საჭირო რაოდენობის კალორია.

თხილი და მიწისთხილის კარაქი

როგორც ამბობენ, თხილი არ უნდა მიიღოს იმ ადამიანმა, რომელსაც წონაში დაკლება სურს, ვინაიდან იგი დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ თხილი ხელს უწყობს გულის დაავადებების პრევენციას და ამცირებს ამ დაავადებების შედეგად სიკვდილიანობას.

რაც შეეხება მიწისთხილის კარაქს, მისი მიღება ასევე კარგია წონაში დასაკლებად, თუ მას მაგალითად გადამუშავებული ხორცის ნაცვლად მიიღებთ. ვიnaიდან გადამუშავებული ხორცი ნაკლებად ჯანსაღი ცილებისგან შედგება.

მომზადებულია Telegraph-ის მიხედვით

10 პროდუქტი, რომელიც ტვინის მუშაობას უწყობს ხელს

myquiz