ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრება ფილტვის კიბოს რისკებს ზრდის | Allnews.Ge

ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრება ფილტვის კიბოს რისკებს ზრდის

ნაგავსაყრელთან დაახლოებით 5 კილომეტრის რადიუსში ცხოვრება ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია. ამის შესახებ მეცნიერები აცხადებენ. მათი თქმით, ნაგავსაყრელების შედეგად დაბინძურებული ჰაერი ფილტვის კიბოს რისკებს 34 პროცენტით ზრდის. ხოლო ექიმისადმი მიმართვიანობა ხუთი პროცენტით იზრდება.

მხოლოდ ბრიტანეთის მასშტაბით დაახლოებით 45 000 ადამიანს უდგინდება წლის განმავლობაში ფილტვის კიბო, მათგან 33 000 შემთხვევა ფატალურად სრულდება.

ამ დრომდე ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრება იწვევს სასუნთქი სისტემის დაზიანებასაც.

მომზადებული Telegraph-ის მიხედვით

რა სარგებლობა მოაქვს ნაგავს

myquiz