ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 1600 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს | Allnews.Ge

ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 1600 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

ისრაელში ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე მოყვარულმა აკვალანგისტებმა ჩაძირული გემის ნაწილები აღმოაჩინეს, რომელსაც საკმაოდ ძვირფასი ტვირთი გადაჰქონდა, - ამის შესახებ ისრაელის სიძველეთა სამმართველოს ოფიციალური საიტი იტყობინება.

კესარიას ეროვნული პარკის მახლობლად, ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე, დაივერებმა 1600 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, შტორმში მოჰყვა და კლდეს შეეჯახა.

გემს საკმაოდ ძვირფასი ტვირთი გადაჰქონდა - უამრავი ბრინჯაოს ნაკეთობა და ათასობით მონეტა.

ამასთან, ზღვის ფსკერიდან ღმერთების ქანდაკებები, ბრინჯაოს ლამპები, ცხოველთა ფიგურები და ა.შ. ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არტეფაქტები საკმაოდ კარგადაა დაცული, რადგან საუკუნეების განმავლობაში ქვიშაში ინახებოდა.

ბრიტანელმა მამაკაცმა საკუთარ ეზოში 14 საუკუნის წინანდელი შენობის ნანგრევები აღმოაჩინა

არქეოლოგების თქმით, ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში, ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბრინჯაოს ნაკეთობები გადასადნობად მიჰქონდათ.

ნეაპოლში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საიდუმლო გვირაბები აღმოაჩინეს

"მსგავსი ფიგურები ძალიან იშვიათი აღმოჩენაა" - ამბობს ისრაელის სიძველეთა სამმართველოს თანამშრომელი იაკოვ შარვიტი.

"როგორც წესი, ასეთ ნაკეთობებს მხოლოდ ზღვის ფსკერზე პოულობენ".

როგორც გაირკვა, მყვინთავების მიერ აღმოჩენილი მონეტების საერთო წონამ დაახლოებით, 20 კილოგრამი შეადგინა. მონეტებზე რომის იმპერატორები კონსტანტინე და ლიცინიუსი არიან გამოსახულები.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

myquiz