2016 წელი ყველაზე ცხელი წელია | Allnews.Ge

2016 წელი ყველაზე ცხელი წელია

გაერო-ს განცხადებით ჰაერის ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წელი ყველაზე ცხელ წლად არის მიჩნეული. მეტეოროლოგიის მსოფლიო სააგენტოს წარმომადგენლის კლერ ნულისის განმარტებით, მაისი რიგით მეთორმეტე თვეა, რომელმაც ჰაერის ტემპერატურის უმაღლესი მაჩვენებლების მიხედვით რეკორდი დაამყარა.

გაერო, იმ ქვეყნებს, რომლებმაც პარიზში გამართულ კლიმატის საერთაშორისო კომფერენციის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შეთანხმების დაუყოვნებლივ იმპლემენტაციას სთხოვს. პარიზის კლიმატის შეთანხმების მიხედვით, ქვეყნებს მსოფლიო ტემპერატურის მატება 2 გრადიუსი ცელსიუსის ქვემოთ უნდა შეენარჩუნებინათ.

ინდოეთში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა

 

myquiz