პრობლემები, რომლებიც ჭკვიან ადამიანებთან მუშაობის დროს ჩნდება | Allnews.Ge

პრობლემები, რომლებიც ჭკვიან ადამიანებთან მუშაობის დროს ჩნდება

ინტელექტუალ ადამიანებთან ურთიერთობა ხშირად რთულია და გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. ვინაიდან ჭკვიანი ადამიანები მიიჩნევენ, რომ ყველაზე ბევრი იციან. შესაძლოა, ეს ნამდვილად ასე იყოს. მაგრამ ეს არ ეხმარება მათ გუნდური მიზნის მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

განსაკუთრებით ჭკვიან ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის დაჯერება, რომ ვიღაცამ შესაძლოა, სწორი პასუხი არ იცოდეს. სპეციალისტები ინტელექტუალ ადამიანებს ურჩევენ, ჯგუფის დანარჩენ წევრებს მუშაობის დროს აზრი გაუზიარონ და საკუთარ იდეას "ერთადერთი და განუმეორებელი" არ უწოდონ.

ზოგჯერ ყველაზე ნიჭიერი ადამიანი ყველაზე არაეფექტური მენეჯერი ხდება. ამის მაგალითები ბევრია სპორტში.

კანადური ჰოკეის ლეგენდა უეინ გრეცკი, რომელმაც კარიერის განმავლობაში პროფესიონალური ჰოკეის ისტორიაში ყველაზე მეტი პერსონალური რეკორდი დაამყარა, ძალიან არაეფექტური მწვრთნელი გამოდგა. იგივე შეიძლება ითქვას ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელ მაიკლ ჯორდანზე, რომელმაც წარმატებას ვერ მიაღწია საკალათბურთო კლუბის მწვრთნელის, პრეზიდენტის ან მფლობელის პოსტზე.

სინგაპურული კომპანიის Creative Technology-ის ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ iPod-ის გამოსვლის პერიოდში მათ ბაზარზე ბევრად უკეთესი MP3-ფლეერი ჰქონდათ, მაგრამ ყველა iPod-ს ირჩევდა. მათ არ ესმოდათ, რატომ აკეთებენ მომხმარებლები ასეთ ირაციონალურ არჩევანს.

თუმცა, როგორც ვხედავთ, საუკეთესო ტექნოლოგიები ყოველთვის ვერ იმარჯვებს, ისევე როგორც ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის ვერ აღწევენ წარმატებას.

myquiz