რომელ ქვეყნებში მოიხმარენ ყველაზე მეტ ალკოჰოლს | Allnews.Ge

რომელ ქვეყნებში მოიხმარენ ყველაზე მეტ ალკოჰოლს

მსოფლიოს მასშტაბით 2015 წელს ალკოჰოლის გაყიდვები შემცირდა. ანალიტიკოსების თქმით, მთავარ ეკონომიკურ ბაზრებზე შექმნილი არასახარბიელო ვითარება ადამიანებს უბიძგებს უარს თქვან ალკოჰოლზე.

თუმცა, ამ დრომდე მსოფლიოში ალკოჰოლის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი კვლავ ჩინეთია, სადაც ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის მოცულობა გასულ წელს, 3,5%-ით შემცირდა, რაც ეკონომიკურ დაღმასვლას უკავშირდება.

ბრაზილიასა და აღმოსავლეთ ევროპაში კი მოხმარება 2,5%-ით და 4,9%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია.  ამას პოლიტიკური კრიზისიც ემატება. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, ამ რეგიონში ალკოჰოლის გაყიდვებზე უარყოფითად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი აისახა.

ალკოჰოლური სასმელების ბაზარს ინვესტორები ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევდნენ, ვინაიდან ადამიანები სვამენ ლხინშიც და ჭირშიც. მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სხვა სურათი გვიჩვენა.

Euromonitor International-ის ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტის, სპიროს მალანდრაკისის თქმით, მსგავსი ასეთი შემთხვევა ამ დრომდე გვიან 1990-იანებში იყო მაშინ, როდესაც აზიის რეგიონში ფინანსური კრიზისი იყო.

მისივე თქმით, 2015 წელს ყველაზე ცუდად რომი და არაყი გაიყიდა, ინგლისურმა ჯინმა, ირლანდურმა და იაპონურმა ვისკიმ და შავმა ლუდმა კი, პირიქით, აქამდე არნახული შედეგები აჩვენა.

მსოფლიოში ალკოჰოლის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: ჩინეთი, აშშ, ბრაზილია, გერმანია და რუსეთი.

რომელ ქვეყანაში სძინავთ ყველაზე დიდხანს?

 

myquiz